LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა – რეალური რისკი და საფრთხეები

87

ევროპაში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავარაუდოდ, 2017 წლის თებერვალ-მარტისთვის შესაძლებელი იქნება.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს თავისთავად არ ნიშნავს ევროპის ტერიტორიაზე გარანტირებულად, უპრობლემოდ შესვლასა და გადაადგილებას.

აუცილებელია გაითვალისწინოთ:

მესაზღვრეს აქვს უფლება უარი გითხრათ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე. ამიტომ როდესაც საქართველოდან უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება, სასურველია საზღვარზე მოწესრიგებულად –წვერგაპარსული, მოწესრიგებული სამოსით, სამოგზაურო დაზღვევით და თანხით უზრუნველყოფილი ჩახვიდეთ. ასევე, სასურველია სასტუმროს ჯავშანი თქვენს სახელზე, უკან წამოსასვლელი ბილეთის ასლი, სამსახურის ცნობა და ნოტარიული თარმგანი ინგლისურ ენაზე.

მოკლედ, რაც უფრო მეტი საბუთი, გექნებათ რომელიც საქართველოსთან თქვენს მყარ კავშირს დაადასტურებს, მით უფრო დიდი შანსი გექნებათ, რომ უვიზო მიმოსვლა თქვენზეც გავრცელდეს.

ევროპაში ყოფნის ლეგალური ვადა 180 დღიდან 90 დღეა (მაგ: თუ პირველად 1 მარტს ჩახვედით, ევროპაში შეგიძლიათ 27 აგვისტომდე იყოთ 90 დღე – როგორც პერიოდულად, ასევე ერთიანად_ სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, თქვენს მონაცემებს SIS შენგენის სისტემაში ჩასვამენ და ევროპის მიმართულებით  5 წლის განმავლობაში გადაადგილებას აგიკრძალავენ.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ევროპაში მუშაობის უფლებას არ გაძლევთ. მუშაობის უფლებისთვის სამუშაო ვიზა ან ევროპაში ცხოვრების უფლება უნდა მოიპოვოთ.

ევროპის ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ პიროვნებას მისცეს ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლება, თუ ის გახსნის კომპანიას, შპს–ს ან გახდება მისი მფლობელი, გადაიხდის გადასახადებს, დაქორწინდება ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეზე, მიიღებს პოლიტიკურს თავშესაფარს, განახორციელებს ინვესტიციებს.

ასევე, ცხოვრების უფლების მოპოვება შესაძლებელია ეთნიკური ნიშნით, ეს უფლება მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ ევროპაში და იყოთ ევროპის ქვეყნის მაცხოვრებელი, ასევე ბოლოს მიიღოთ იმ ქვეყნის მოქალაქეობა.

რაც შეეხება პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპაში, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანაა პოლიტიკური თავშესაფრის მიღება ადვილი არ არის.

ასეთი უსაფუძვლო და მასობრივი მოთხოვნა შესაძლოა, დეპორტაციის საფუძველი გახდეს.

ქვეყნიდან მასიური მოთხოვნა პოლიტიკურ თავშესაფარზე კი, გამოიწვევს იმას, რომ რომელიმე ევროპის ქვეყანა უვიზო მიმოსვლას საქართველოსთან 6-9 ან 18 თვით შეაჩერებს.

მათთვის კი, ვისაც პოზიტიური მოლოფინები არ აქვს, მოლდოვის მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი: 2014 წლის აპრილიდან მოლდოვას უვიზო რეჟიმი მიანიჭეს.

თუ პოზიტიური მოლოდინები გამართლდა, საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით (სასურველია მოქმედებდეს მინიმუმ 6-12 თვე) უვიზოდ შემდეგ ქვეყნებში შეეძლებათ მიმოსვლა:

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, შვედეთი, ფინეთი.

ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია. შენგენის კანდიდატ ქვეყნებში: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები