LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გაიმართება

69

8 მარტს ევროპული სასამართლოში, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება. ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველის ოთარ კახიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლოს მისწერა, რომ ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა და ადვოკატი აღარ არის.
”თეა წულუკიანმა სასამართლოს მიწერა ოთარ კახიძე ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო. ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში. ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა თეა წულუკიანმა”, – აცხადებს კახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები