LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ივლისისდან ქართულ ბაზარზე “ნოკიას” სმარტფონები შემოვა

7

16 ივნისს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“ სავაჭრო სახლის „გოლეთიანი“ მარკეტინგის მენეჯერს ანა გოგიაშვილს უმასპინძლა.

– ქალბატონო ანა, როდის ბრუნდება “ნოკია” ქართულ ბაზარზე?

– 14 ივლისისდან ქართულ ბაზარზე “ნოკიას” სმარტფონები შემოვა ანდროიდის სისტემით, რაც ერთგვარი სიახლეა. აქამდე ყველაზე გაყიდვადი მოდელი Nokia 3310 იყო, ახლა კი, უამრავი ადამიანი ელოდება “ნოკიას” სმარტფონების გამოსვლას.

– რა გამოირჩევს “ნოკიას” სმარტფონს ანდროიდის სისტემით, სხვა მოდელებისგან?

– თავის დროზე “ნოკია” მობილური ტელეფონების უკონკურენტო მწარმოებელი იყო. მართალია 2014 წლიდან, როცა ბრენდი „მაიკროსოფტმა“ შეიძინა, მოთხოვნა მის პროდუქციაზე შემცირდა, მაგრამ ახლა ისეთ სმარტფონებს გვპირდება, დარწმუნებული ვარ, ღირსეულ კონკურენციას გაუწევს Iphone-ს, Samsung Galaxy-ს და ყველა მომხმარებლისთვის მოსაწონი იქნება.

– რამდენადაც ვიცი, საცალოსთან ერთად  კომპანია საკმაოდ აქტიურად მუშაობს საბითუმო გაყიდვებზეც?

– საბითუმო გაყიდვების ოფისები მთელი საქართელოს მასშტაბით გვაქვს გახსნილი და მომხმარებელსაც ქვეყნის ნებისმიერ რეგიობნში შეუძლია “ნოკიას” ტელეფონის შეძენა. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ჩვენი ჰოლოგრამაც, რომელიც ერთწლიან საქარხნო გარანტიას უზრუნველყოფს. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს – გვაქვს ონლაინ-მაღაზია goletiani.ge, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ტელეფონი სახლიდან გაუსვლელად.

– რა უპრატესობას გულისხმობს “ნოკიას” ოფიციალური დისტრიბუტორობა?

– ჩვენი უპირატესობა ხარისხია და ფალსიფიკაციისგან დაცვაა ანუ მომხმარებელს მართლაც Nokia-ს წარმოებულ ტელეფონს ვთავაზობთ ერთწლიანი საქარხნო გარანტიით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები