LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-17 ივნისს კლინიკა „ინოვაში“ კონფერენცია გაიმართება

10

9 ივნისს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“ კლინიკა „ინოვას“ მეან-გინეკოლოგს, ქალბატონ თამარ ძოწენიძეს უმასპინძლა.

– ქალბატონო თამარ, რას მიძღვნება კონფერენცია, რომელიც 16-17 ივნისს გაიმართება?

–  კონფერენცია „თანამედროვე ენერგიების გამოყენება ოპერაციულ-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში“, რომელიც 16-17 ივნისს კლინიკა „ინოვაში“ გაიმართება, ორდღიანი კურსია და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში სხვადასხვა ენერგიების მქონე ინოვაციური ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენების თავისებურებების შესწავლას მიეძღვნება. თანამედროვე სამყაროში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიები, რადგან მუდმივად იცვლება მოთხოვნები და სტანდარტები, ალგორითმები და გაიდლაინები. გამომდინარე აქედან,  წელიწადში რამდენჯერმე ჩვენც ვცდილობთ მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს სიახლეები, არა მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარების, არამედ სხვადასხვა დაავადებების მენეჯმენტის თვალსაზრისით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონფერენციის ჩატარების ფორმატს – ორდღიან კურსზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ წამყვანი სპეციალისტების ლექციები ისეთი დაავადებების მენეჯმენტზე როგორიცაა ენდომეტრიოზი და პროლაფსი, მიომები და სხვა კეთილთვისებიანი დაავადებები, ასევე პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი ოპერაციებს სხვადსხვა ტიპის ტექნოლოგიების, ენერგიების გამოყენებით და ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტების – ბატონების ირაკლი თოდუა და ვადიმ ხატიაშვილი, ასევე მოწვეული პროფესორების – სანქტ-პერტერბურგის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის, პროფესორის, მეანობა-გინეკოლოგიისა და ნეონატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის ვიტალი ბეჟენარის და ამავე კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის, პროფესორ ანდრეი პლეხანოვის ხელმძღვანელობით.

– საინტერესოა, რას ნიშნავს თანამედროვე ენერგიების გამოყენება?

– გასული წლებისგან განსხვავებით, როცა ქირურგი მხოლოდ სკალპელის იმედზე იყო, დღეს თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ის თანამედროვე მიღწევა, როგორიცაა – მონოპოლარული, ბიპოლარული ან ულტრაბგერითი ენერგიები, რაც არა მხოლოდ ქირურგს უადვილებს ოპერაციის ჩატარებას, არამედ პაციენტის რეაბილიტაციასაც ბევრად ეფექტურს ხდის.

– ვის და როგორ შეუძლია კონფერენციაზე დასწრება?

– კონფერენციაზე დასწრება გინეკოლოოგით და კონკრეტულად ამ საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ ექიმს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ ჩვენს საიტზე რეგისტრაციის გავლა. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ახალგაზრდებზე, ამიტომ სტუდენებსა და რეზიდენტებსაც ვაძლევთ კონფერენციაზე დასწრების საშუალებას. აქვე ავღნიშნავ, რომ ყველას, ვინც ჩვენს კურსს გაივლის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სერთიფიკატი მიენიჭება.

– რა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება დღეს გინეკოლოგიაში?

– მუდმივად იცვლება მიდგომა ოპერაციული მკურნალობის მიმართ და ასევე მუდმივად იცვლება ქირურგიული მკურნალობისთვის აუცილებელი აპარატურაც. მაგალითად, ჰისტერექტომიის დროს, რომელიც ერთ დროს მხოლოდ განაკვეთით სრულდებოდა, დღეს უამრავი სხვა მეთოდით ხორციელდება.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს კლინიკა „ინოვას“?

– სახელიდან გამომდინარე კლინიკა უკვე სთავაზობს პაციენტებს უამრავ ინოვაციურ ტექნოლოგიას. ჩვენს კლინიკა არა მხოლოდ ქირურგიულ მკურნალობას, არამედ პაციენტების ამბოლატორიულ მეთვალყურეობაც ითვალისწინებს და ამ შემთხვევაშიც თანამედროვე ტექნიკით ვართ აღჭურვილი. ჩვენი პრიორიტეტი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებაა, ამიტომ ნებისმიერი პროცედურა – პაციენტის გამოკვლევით დაწყებული მკურნალობის კურსის შერჩევით დასრულებული თანამედროვე ალგორითმებითა და თანემედროვე მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები