LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 ნოემბერს ბათუმის კულტურის ცენტრში „მისს საქართველო 2017“ გაიმართება

5

14 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ია კიწმარიშვილი, ირინა ონაშვილი და ნუკა ყარალაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის ეთერში სტუმრება „მისს საქართველო 2017“-ის შესახებ ისაუბრეს.

– ქალბატონო ია, როდის გაიმართება „მისს საქართველო 2017“-ის ფინალი?

– წელს „მისს საქართველოს“ ფინალური ღონისძიება 26 ნოემბერს მოეწყობა ბათუმის კულტურის ცენტრში, სადაც მაყურებლის და ჟიურის წინაშე 20 კონკურსანტი წარსდგება.

– ირინა, 2003 წელს, თქვენ პირველმა მოიპოვეთ „მისს საქართველოს“ წოდება. რას ნიშნავს ეს კონკურსი თქვენთვის?

– საინტერესო და მეტად საპასუხისმგებლო კონკურსი იყო, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, რადგან მიუხედავად სხვა მიღწევებისა, დღემდე ყველას მაინც ეს ტიტული ახსოვს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენად მიიღებდა საზოგადოება ჩემს წარმატებას, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის და ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა, როცა მივხვდი, ტიტული მართლაც დამსახურებულად მივიღე.

– ნუკა, თქვენ გასული წელს გახდით კონკურსის გამარჯვებული, თქვენთვის რას ნიშნავდა ამგვარი ტიტულის მიღება?

– რა თქმა უნდა, ძალიან გამოხარდა. მართალია, ცოტა მენანება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ტიტულს აუცილებლად ღირსეულ გოგონას გადავცემ, რადგან მართლაც ძლიერი კონკურსანტები არიან წარმოდგენილი.

– საინტერესოა, ჟიურის შემადგენლობა. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი წევრი ირინა ონაშვილიც იქნება.

– ჟიურის წევრობასთან ერთად, წელს ირინა შოუს წამყვანის ფუნქციასაც შეითავსებს.

– ირინა, როგორ ემზადებით მსგავსი საპასუხისმგებლო მისიისთვის?

– სიმართლე ვთქვა, ყველა კონკურსზე ძალიან ვღელავ, რადგან სულ მგონია, რომ  კონკურსანტი ვარ და ისევ მე მაფასებენ.

– რა კრიტერიუმით შეფასდებიან კონკურსანტები?

– კონკურსში მონაწილე გოგონებს საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად, რომელიც მაქსიმალურად გამოიყენეს. ძალიან მონდომებული არიან და ვფიქრობ, სწორედ მათი მონდომება შფასდება, რადგან გარეგნობა ყველას განსხვავებული და ძალიან საინტერესო აქვს. ჟიურის წევრებს საშუალება ექნებათ პირადად გაესაუბრონ კონკურსანტებს, უკეთ გაეცნონ თითოეულის ხასიათს, სამომავლო გეგმებს და სწორედ ასე შეაფასონ.

– რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსების არსებობა და მათში მონაწილობა?

– „მისს საქართველო“ ნაციონალური პროექტია და სასურველია მაქსიმალურად ბევრმა საინტერესო გარეგნობის გოგონამ მიიღოს მონაწილეობა. ძალიან ბევრს უნდა კონკურში მონაწილეობა, თუმცა კონკურენციის შიშით ან დაბალი თვითშეფასების გამო უარი ამბობს. ვფიქრობ, ყველამ უნდა დაივიწყოს კომპლექსები და მოსინჯოს საკუთარი ძალები, რადგან ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი, რათა ნებისმიერმა სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობი, ისწავლოს და მიიღოს ის გამოცდილება, რომელიც ნებისმიერ სხვა საქმიანობაში გამოადგება.

– რა რჩევას მისცემთ კონკურსის მონაწილეებს?

– ვურჩევ შინარჩუნონ სიმშვიდე, იყვნენ ბუნებრივები და მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, განსაკუთრებით ჟიურის წევრებთან საუბრისას.

– ნუკა, თქვენ რას ურჩევთ კონკურსანტებს?

– ვურჩევ იყვნენ თავდაჯერებული და გულწრფელი, რადგან გულწრფელობა ჟიურის მოხიბვლის საუკეთესო საშუალებაა.

– ირინა, თქვენ რას ეტყვით „მისს საქართველოს“ მონაწილეებს?

– ვფიქრობ, წარმატებას ამგვარ კონკურსში პირველ რიგში გულწრფელობა და ბუნებრივობა განაპირობებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები