LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 აგვისტოს რადიო ”ფორტუნას” ეთერში თათა სადრაძის ”არტ-FM”-ს ექსკლუზიურად თამარ გვერდწითელი სტუმრობდა.

4

აგვისტოს ბოლოს თამარ გვერდწითელი ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მართავს. ფესტივალის დაფუძნების იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა მისი რეალიზება მხოლოდ ორი წლის წინ გახდა შესაძლებელი აჭარის მთავრობის დახმარებით და მიუხედავად სირთულეებისა, პირველმა ფესტივალმა მაინც წარმატებით ჩაიარა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. თამარს ძალიან უნდა, ფესტივალი ტრადიციული გახდეს და ყოველ წელს ჩატარდეს, რადგან თვლის რომ სათქმელი, რომელსაც ნებისმიერი შემომქმედი აგროვებს, ერთგავრი შეჯამების სახით აუცილებლად უნდა მიიტანოს თავის მსმენელამდე.

წლევანდელ ფესტივალში ქართველ შემსრულებლებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ვინ, ჯერეჯერობით სიურპრიზად რჩება. ფესტივალის ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტიც ჩატარდება, შემოსული თანხა კი, 13 ივნისს თბილისში სტიიქით დაზარებულთა ფონდში გადაირიცხება.

შემოდგომაზე თამარი კიდევ ერთ პროექტის განხორციელებას გეგმავს საქართველოში, მოგვიანებით კი, ბელორუსიაში, ისრაელსა და ამერიკაში აპირებს გასტროლებით გამგზავრებას.

კომფლიქტს, რომელიც თამარსა და დათო ოქიტაშვლს შორის მოხდა რამდენიმე თვის წინ, ქართველი მუსიკოსი ამოწურულად თვლის. როგორც თვითონ აღნიშნა, ინციდენტი ორივე მხარისთვის ძალიან მტკივნეული იყო, ამიტომ, მოუწოდა დათოს მეგობრულად დაშორებოდნენ და მხოლოდ ის კარგი დარჩენილიყო მათ შორის რაც ერთობლივად განახორციელეს.

აუდიო ჩანაწერი

 

1

2

3

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები