LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრის ლიეპა : ქართველი ერი ძალიან მუსიკალური და ნიჭიერი ერია

11

22 მარტს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში ”არტ-FM” ანდრის ლიეპა ესტუმრა.

აპრილის თვეში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი  ქორეოგრაფის მიხაილ ფოკინის საღამო გაიმართება, სადაც ერთმოქმედებიან ბალეტებთან ”შოპენიანა” და ”ვარდის ზმანება”, იგორ სტრავინსკის ”ფასკუნჯის” პრემიერაც შედგება. ბალეტზე ქორეოგრაფი და პროდიუსერი ანდრის ლიეპა იმუშავებს თბილისის საბალეტო დასთან ერთად, წარმოდგენის დირიჟორი კი, დავით კინწურაშვილი იქნება.

– ბატონო ანდრის, თქვენს და ნინო ანანიაშვილის პირველ შეხვედრას ხომ ვერ გაიხსენებდით?

– ჩვენ ძალიან დიდი ხნია ვიცნობთ ერთმანეთს. ერთად ვსწავლობდით ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სხვათა შორის ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, ნინო ძალიან შთამბეჭდავი იყო თავის მწვანე შარვალში, მოდურ საბოებში და სწორედ ამან მიიქცია ჩემი ყურადღება.

 – რომელ სპექტაკლში შედგა თქვენი პირველი თანამშრომლობა?

– ჩვენი პირველი დუეტი 1980 წელს შედგა სპექტაკლში ”კოპელია”. ხშირად ვუყურებ ჩანაწერს და დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმ პერიოდს.

12527985_1121139097917380_1339174563_n– რა წვლილი შეიტანა მამამ თქვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?

– ყველაზე დიდი. მთავარი, რაც მამამ გვასწავლა, ეს პროფესიის სიყვარულია. ყოველთვის ამბობდა, თუ საქმე, რომელსაც აკეთებ, სიამოვნებას არ განიჭებს, ე.ი. დაღუპული ხარ. უნდა გიყვარდეს შენი საქმე და უნდა გიყვარდეს მუშაობა. ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ყველაფერი ჰქონდა, რათა გამხდარიყო საუკეთესო, თუმცა საკუთარმა სიზარმაცემ შეუშალა ხელი. შრომისმოყვარეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენს პროფესიაში.

– რას იტყვით საქართველოზე?

– თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჩემთვის მშობლიურია. სწორედ აქ შევასრულე პარტიები ბალეტებიდან ”გედების ტბა”, ”მძინარე მზეთუნახავი” და ”კორსარი”. ძალიან მიყვარს ქართველი მაყურებელი, მათ მათ კარგად ესმით ბალეტი და აფასებენ მას, რაც ჩემი აზრით ვახტანგ ჭაბუკიანის დამსახურებაა.

– რას ფიქრობთ ქართულ დასზე?

– მართლა ძალიან კარგი ბალერინები არიან. ეს იმ საოცარი ხაზის გაგრძელებაა, რომელიც შთამომავლობით გადაიცემა. ქართველი ერი ძალიან მუსიკალური და ნიჭიერი ერია.

 – მრავალრიცხოვანი გასტროლების და რეპეტიციების შემდეგ, ალბათ ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ოჯახისთვის?

– ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩემს საქმეზე ვარ დაქორწინებული. სამწუხაროდ, ოჯახისთვის თითქმის არასდროს მაქვს დრო, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ჩემი პროფესიის ერთგული ვარ. ბევრი რამ შეიძლება დამაბრალონ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ჩემს საქმეს 100 პროცენტით არ ვაკეთებ.

12476562_1121139107917379_475835135_n– პარტია, რომელიც არ გიცეკვიათ?

– მე აღარ ვცეკვავ. უკვე 54 წლის ვარ და ახლა რეჟისორიობა უფრო მომწონს. ეს ის პროფესიაა, რომელსაც არც ერთ როლში არ გავცვლიდი. თუმცა, მიცეკვია ლა სკალაში და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ჩემგან განსხვავებით ნინო დღემდე ცეკვავს. ის საოცარი ქალბატონია და ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის საშუალება მაქვს.

– რა პრობლემებს აწყდებით თქვენს პროფესიაში?

– პროფესიონალი ყველა წვრილმანს დიდი ყურადღებით აკვირდება და შემდეგ დიდხანს ფიქრობს. სპექტაკლი უამრავი დეტალისგან შედგება – ესაა განათება და დეკორაცია, ორკესტრი და სხვა. გარდა ამისა, ხშირი რეპეტიციები და გადატვირთული გრაფიკი მაქვს, რაც ძალიან მღლის.

– რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?

– ნინოს ”შეჰერეზადას” ცეკვა შევთავაზე მავრიტანულ სტილში, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება. მინდა ზაბიიდას როლიც შეასრულოს, რადგან ვთვლი, რომ ნინოსთვის ეს ფანტასტიური როლია და მასზე უკეთ ვერავით ითამაშებს.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები