არის თუ არა ეპილაცია და თავის მოვლის სხვა პროცედურები უსაფრთხო

არის თუ არა ეპილაცია და თავის მოვლის სხვა პროცედურები უსაფრთხო

„ლილეს“ დამფუძნებელი მედეა პაპავა

ექიმი-ლაზეროთერაპევტი ნათია ფალავანდიშვილი

 

  • რამდენი ხანია, რაც კლინიკა „ლილე“ ბაზარზეა და რას სთავაზობთ მომხმარებელს
  • ჩვენი კლინიკა დაახლოებით 2 თვეა არსებობს. ქართველ მომხმარებელს დერმატოლოგიურ, კოსმეტოლოგიურ პროცედურებს ვთავაზობთ, ეს არის სხეულის, სახის, თმის მოვლა. გვინდოდა, ქართულიბრენდი დაგვეფუძნებინა, ვცდილობთ, მაღალი ხარისხის მომსახურება გვქონდეს. კლინიკა გათვლილია ლოიალურ მომხმარებელზე
  • ხშირად არის ხოლმე შეკითხვები, რამდენად უსაფრთხოა ესა თუ პროცედურა, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, სანამ კლინიკაში მოვა
  • ჩვენი კლინიკა ყველა იმ რეგულაციას აკმაყოფილებს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს. ჩვენთან ექიმები მუშაობენ. ვცდილობთ, დეტალურად ვიცოდეთ მომხარებლის შესახებ ყველა ინფორაცია, რაც აუცილებელია ამა თუ იმ პროცედურისთვის, ხდება კომპიუტერული დიაგნოსტიკა თმისა და სახის კანის, შემდეგ კი ექიმები ამის მიხედვით უწერენ დანიშნულებას. ჩვენს კლინიკაში ბოლო თაობის დიოდური აპარატია. ეს ზოგადად უსაფრთხოა, რეკომენდირებულია გარდატეხის ასაკიდან. ეპილაცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება. დიოდური ეპილაცია გარუჯულ კანზეც კეთდება
  • კონსულტაციები უფასოა თუ ამისთვის დამატებით თანხას იხდის მომხმარებელი
  • კონსულტაცია უფასოა. ხშირად ჭარბთმიანობის დროს აქვთ მოლოდინი, რომ თმა გაუქრებათ. ჯერ ტარდება ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები, რაიმე დარღვევები ხომ არ აქვთ და შემდეგ ვიწყებთ ეპილაციის კეთებას
  • რაც შეეხება ფასებს, რა არის თქვენი მთავარი მიდგომა საფასო პოლიტიკაში
  • ჩვენ მუდამ ვაკეთებთ სხვადასხვა სახის შეთავაზებებს. ვცდილობთ, რომ ყველას მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, ამიტომ გვაქვს სხვადასხვა პრეპარატები. რაც შეეხება ყველაზე აქტუალურ პროცედურას-თმის მოცილებას, მთელ თბილისში ყველაზე იაფი გავხადეთ ეს სერვისი
  • ორი თვეა რაც გამოჩნდით, თუმცა მაინც გკითხავთ, რადგან ბაზარზე დიდი კონკურენციაა, რა სიახლეებს უნდა ელოდოს კიდევ მომხმარებელი
  • ჩვენ სულ ვამატებთ ახალ პროცუდერებს, სხეულის მოვლის მიმართულებით, ასევე სოლარიუმს დავამატებთ ცოტა ხანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ერგოლაინის ბოლო თაობის აპარატი იქნება.

 

25 სექტემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები