LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ სი არენის“ ივენთების დირექტორი, ანი კავლელიშვილი სტუმრად ”არტ-FM”–ში

28

26 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს „ბლექ სი არენის“ ივენთების დირექტორ ანი კავლელიშვილთან სტუმრობდა, რომელმაც შეკვეთილში ახალ, ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა.

ანუკა კავლელიშვილი:

– პირველ რიგში მინდა ქრისტინა აგილერას თაყვანისმცემლები გავახარო და შევატყობინო, რომ უკვე არსებულ ”გოლდენ რინგს”  შედარებით იაფფასიანი ბილეთების სივრცე ”სილვერ რინგი” დაემატა, რომელიც აბსოლუტურად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და ახლა, ნებისმიერ მსურველს, სულ რაღაც 50 ლარად შეუძლია შეიძინოის ბილეთები ქრისტინა აგილერას მეგა-შოუზე. კონცერტი 30 ივლისს გაიმართება და სწორედ ამ გრანდიოზული შოუთი გაიხსნება ”ბლექსი არენა”.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი სტუმრები – მუსიკოსებიც და მათი აგენტებიც გაოცებული არიან ჩვენი ახალი არენის შესაძლებლობებით. ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო დარბაზია, რომელიც იმედი მაქვს, არა მარტო მსოფლიო ვარსკვლავებს მოიზიდავს, არამედ რეგიონის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

როგორც ცნობილია, ახალი არენა ფონდმა ”ქართუმ” ააშენა და მფლობელობაში სახელმწიფოს გადასცა. ეს მართლაც ძალიან დიდი საჩუქარია, რომელიც ”ქართუმ” მთელ ქვეყანას და ყოველ ჩვენგანს გაუკეთა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სეზონის ყველა ღონისძიების ხარჯები სრულად დაიფარა, პროექტით შემოსული თანხა კი, სახელმწიფოს საკუთრებაა და თითოეულ ჩვენგანს მოხმარდება.

ხაზი მინდა გავუსვა ბილეთების უპრეცენდენტოდ დაბალ ფასსაც. მაქსიმალურად ვცადეთ ნებისმიერი შემოსავლის მქონე მსმენელის დაკმაყოფილება და საკმაოდ სერიუზული ბრძოლის გაწევა მოგვიხდა აგენტებთან, რათა მუსიკოსები ასეთი მცირე თანხებით კონცერტების გამართვაზე დაგვეთანხმებინა.

ძალიან აქტიურად იყიდება ბილეთები ვანესა მეის კონცერტზე, რომელიც 6 აგვისტოს გაიმართება, 20-ში კი, ლეგენდარულ ჯგუფს ”Scorpions” ვუმასპინძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ახალ არენაზე ქართველი შემსრულებლებიც მივიღოთ, ამიტომ 13 აგვისტოს ”ერისიონის” წარმოდგენას ვგეგმავთ და მაყურებელს გრანდიოზულ შოუს ვპირდებით.

აქვე მინდა აღნიშნო, რომ ნებისმიერ პროდიუსერს და ნებისმეირ მუსიკოსს თავისუფლად შეუძლია დაგეგმოს საკუთარი კონცერტები ახალ არენაზე.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები