LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ბოლქვაძე: „ბათუმის ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება”

5

3 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს პიანისტი ელისო ბოლქვაძე სტუმრობდა.

ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

– ქალბატონო ელისო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის კონცერტის სწორედ ქუთაისში გამართვა?

– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის ოჯახის დახმარება გადავწყვიტე, რაც ვფიქრობ ძალიან კეთილი და კარგი საქმეა. საღამო ქუთაისობას დაემთხვა, ამიტომ კონცერტიც თემატური და ძალიან სიმბოლური გამოვიდა. სიხარულით დავთანხმდი შემოთავაზებას, რადგან ვთვლი, რომ თავისი შემოქმედებით ყველა არტისტი აქტიურ მონაწილეობას უნდა ღებულობდეს მსგავს ღონისძიებებში.

– სექტემბერში ბათუმის ფესტივალის გამართვას გეგმავთ, რამდენადაც ვიცი, წელს ფესტივალი ბევრად უფრო მასშტაბური იქნება.

– მართალია, ფესტივალი ყოველ წელს იძენს მასშტაბურობას, რაც ძალიან მახარებს. წელს ბათუმის ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება. მოწვეულ სტუმრებს შორის ფილიპ მანი და დარკო ბრლეკი იქნებიან. მანი სოლო ნაწარმოებს შეასრულებს, ბრლეკი კი, მოცარტის კლარნეტის კონცერტს დაუკრავს. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო ფესტივალი გამოვა, რომელიც მოცარტის წელს მიეძღვნება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები