LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემა ”არტ-FM”-ში მოწვეულმა სტუმრებმა ”სამოსელი პირველის” პრემიერაზე ისაუბრეს

6

17 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი, რეჟისორი ლაშა ონიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და მწერალი გურამ დოჩანაშვილი სტუმრობდნენ.

მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაში ”სამოსელი პირველი”, რომელიც კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა, საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები გაერთიანდა. დადგმაზე რეჟიოსრი ლაშა ონიანი მუშაობდა, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვიდა გერმანიიდან. ქორეოგრაფია ლალი კანდელაკს ეკუთვნის, სცენოგრაფია – ლევან სალუქვაძესა და გელა იორდანიშვილს, კოსტიუმების დიზაინზე კი, ანა კალატოზიშვილმა იმუშავა. წარმოდგენას, რომლის პრემიერაც 31 მაისს შედგება ოპერისა და ბალეტის თეტრის სცენაზე, დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.

IMG_4496– როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა?

დავით კინწურაშვილი:

– იდეა ზაზამ შემომთავაზა. პროექტი მეტად შთამბეჭდავი მომეჩვენა თავისი შემადგენლობით, ამიტომ სწრაფად დავთანხმდი და მზადებაც დავიწყეთ. მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური სამუშაო პროცესი გავიარეთ.

ზაზა ორჯონიკიძე:

– ბატონ დავითთან მე მივედი. ჩემი მუსიკა მოვასმენინე და იდეები გავუზიარე. ძალიან მინდოდა ჩემის საყვარელი წიგნის ”სამოსელი პირველის” ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გადატანა. ბატონი დავითის კეთილი ნებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მერე კი, როცა პროექტმა მეტ-ნაკლებად შეიძინა ფორმა, ლაშას გავუზიარე საკუთარი ჩანაფიქრი და სერიოზული მუბაობაც დავიწყეთ.

– ბატონო გურამ, თქვენი აზრით, როგორი გამოვა პროექტი და როგორ მოგწონთ შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც მასზე მუშაობს?

– ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემს ნაწარმოებზე ასეთი შემომქმედები მუშაობენ. ყველა კეთილგანწყობილი და ძალიან მონდომებულია. მიხარია, მათთან თანამშრომლობა და ყველა დეტალის ერთად განხილვა.

IMG_4516– ბატონო დავით, რაიმე სიურპრიზს ხომ არ უმზადებთ მაყურებელს?

– ძალიან საინტერესო თანამშრომლობა შედგა მუსიკოსებს და მსხიობებს შორის. სხვათაშორის, არც ისე მარტივი იყო ამდენი ადამიანის ერთად შეკრება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქორეოგრაფიაც. ერთი სიტყვით, წარმოდგენა მუსიკალურადაც და ვიზუალურადაც ერთი დიდი სიახლე იქნება, რაც ვფიქრობ, უკვე სიურპრიზია ჩვენი მაყურებლისთვის. 

– ლაშა, როგორია საზღვარგარეთ ცხოვრება. ვიცი, რომ ძალიან გენატრებათ და სულ მიზეზს ეძებთ საქართველოში ჩამოსასვლელად?

–  დიდი ხანია საზღვარგარეთ ვცხოვრობ. თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერი მიყვარს, რაც ამ ქვეყანაშია, მთელი საქართველო მოვლილი მაქვს და მის ყველა კუთხეს კარგად ვიცნობ. სიმართლე ვთქვა, სამშობლოში ჩამოსასვლელად მიზეზი ნამდვილად არ მჭიდრება, ხშირად ჩუმადაც ჩამოვდივარ, როცა ჩემს საყვარელ ოჯახთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერობა მომენატრება.

IMG_4518– ”სამოსელი პირველის” პარალელურად საზღვარგარეთ ხომ არ მუშაობთ ახალ პროექტზე?

– მაისის ბოლოს პირველად განხორციელდება პროექტი ჩემს გარეშე. თუმცა დღეს, ისე განვითარდა ტექნოლოგიები, რომ დისტანციაზეც თავისუფლად შეიძლება მუშაობა. თბილისური პრემიერების შემდეგ, ისევ გერმანიაში დავბრუნდები და ახლ იქ გავაგრძელებ მუშაობას.   

– რით განსხვავდება ”სამოსელი პირველი” სხვა დადგმებისგან?

– პირველ რიგში ჟანრების საინტერესო მიქსით, რაც ოპერის თეატრსაც მოუხდება და თანამედროვე ცხოვრებასაც. გარდა ამისა, დრამატული თეტრის მსახიობები სცენაზე ორკესტრსთან, თანამედროვე ბენდითან და ფოლკლორისტებიტან ერთად გამოვლენ, რაც ჩემთვის ცოტა პრობლემატურია, რადგან ოპერის სოლისტებისთან შედარებით მათ ნაკლები გამოცდილება აქვთ, ამიტომ ამგვარ დეტალებზე უფრო ინტენსიურად ვმუშაობთ.

– ზაზა, მუსიკალურ ნოვაციას ხომ არ შესთავაზებთ მსმენელს?

– ნოვაცია ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მე მაინც ნაწარმოებს მივყვები, რადგან სწორედ მისმა ენერგეტიკამ დამაწერინა მუსიკა, ამიტომ მაქსიმალურად ვცადე ნაწარმოების სულის შენარჩუნება. მუსიკალურ ჟანრებს თუ განვიხილავთ, დადგმა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება, სადაც მაყურებელს ბოსანოვას და სამბასთან ერთად ორკესტრისთვის გაშლილ კლასიკულ კომპოზიციებსაც შევთავაზებთ.

 

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები