LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული „ჩხიკვთა ქორწილი“ „ბლექ სი არენაზე“ 28 აგვისტოს გაიმართება

16

31 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ გია ბაღაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილი“ ახალ დადგმაზე ისაუბრა.

– გია, ძალიან სასიამოვნოა, რომ „ჩხიკვთა ქორწილი“  კიდევ ერთხელ დაიდგმება „ბლექ სი არენაზე“ და უფრო სასიამოვნოა, რომ ახალ დადგმაში თქვენი მეუღლეც მიიღებს მონაწილეობას?

– ვფიქრობ, „ჩხიკვთა ქორწილი“ ნამდვილი მოვლენაა, რადგან წლების მანძილზე მართლაც ლეგენდად იქცა. წელს „ივერია“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ანსამბლი ერთადერთია, რომელმაც არა მხოლოდ სრულფასოვანი მიუზიკლი, არამედ მთელი მიმდინარეობა შექმნა და ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მაშინდელ საბჭოთა კავშირში, რადგან მანამდე არ არსებობდა პრეცენდენტი, როცა ანსამბლის წევრები თვითონ იყვნენ მიუზიკლის ავტორები და თავად ასრულებდნენ ყველა როლს. მართალია, მოგვიანებით კიდევ რამდენიმე მიუზიკლი, მათ შორის „არგონავტები“, „თოვლის ბებოს ზღაპარი“ და „ფიროსმანი“ დავდგით, მაგრამ „ჩხივთა ქორწილმა“ მაინც ეპოქალური მნიშვნელობა შეიძინა და უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს. მადლობა მინდა ვუთხრა „ბლექ სი არენას“ მთელ კოლექტივს, რომელმაც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სივრცის გამოყენების საშუალება მოგვცა და ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც მხარში ამოგვიდგა და დაგვეხმარა.

– საინტერესოა ვინ მიიღებს მონაწილეობას ახალ დადგმაში?

– ახალ ვერსიაში 37 მსახიობი მიიღებს მონაწილეობას, ძველი „ივერიელები“ სრული შემადგენლობით წარსდგებიან, ზაქარასა და ქეთევანის როლებს ანდრია გველესიანი და ნუცა ბუზალაძე შეასრულებენ, ყვავს კი, ბორის ბედია განასახიერებს. გარდა ამისა, გვეყოლება კაჭკაჭების ახალი ტრიო და სწორედ ერთ-ერთი კაჭკაჭი იქნება ჩემი მეუღლე  მანანა თოდაძესთან და ქეთი წიკლაურთან ერთად.

– რით განსხვავდება ახალი დადგმა ძველისგან?

– ქორეოგრაფიის გაძლიერებით ახალი დადგამა ბევრად დინამიური იქნება, მით უფრო,  რომ ანსამბლ „რუსთავის“ შვიდი სოლისტი დავიმატეთ, ქორეოგრაფიას კი, ბატონები კოტე ფურცელაზე და ფრიდონ სულაბერიზე უხელმძღვანელებენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ანსამბლმა 50 წელი შეძლო აქტიუალურობის შენარჩუნება და ნახევარი საუკუნის შემდეგ, ძველი მიუზიკლის ახლებური ვერსიითაც თანადროული აღმოჩნდა. ვფიქრობ, Check in Georgia-ს მესვეურებმა სწორად გათვალეს, როცა „ჩხიქვთა ქორწილის“ გამართვა 28 აგვისტოს გადაწყვიტეს, რადგან მარიამობის დღესასწაულზე მართლაც უამრავი ყოფილი საბჭოელი დამსვენებელი ეყოლება შავი ზღვის სანაპიროს, ვინც სწორედ ჩვენს მიუზიკლზე გაიზარდა. გარდა ამისა, ჩამოვლენ ევროპელი სტუმარიც, ვისაც თამამად ვეტყვით, რომ არაჩვეულებრივი ფოლკლორის გარდა, მიუზიკლის ურთულეს ჟანრშიც გვაქვს ბრწყინვალე მიღწევები – ალექსანდრე ბასიალიას თვითმყოფადი და განუმეორებელი მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილის“ სახით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები