LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუდვილი“ ივლისის ბოლოს განახლებული ობიექტებით წარდგება

5

7 ივლისს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“ კომპანია „გუდვილის“ მარკეტინგისა და პიარისამსახურის ხელმძღვანელს ნატა წერეთელს უმასპინძლა.

– ქალბატონო ნატა, რას გულისხმობს „გუდვილის“ განახლების პროცესი, რომელიც 2016 წელს დაიწყო?

– 2016 წლის შემოდგომაზე „გუდვილში“ მართლაც დაიწყო განახლების პროცესი, რაც ჩვენი ობიექტების განახლება-გადალაგებას ანუ მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული მომსახურების შეთავაზებას გულისხმობდა. პირველ რიგში ვაკის და საბურთალოს, ასევე ბათუმის ფილიალი გადალაგდა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და შეირჩა ოპტიმალური პროდუქცია, რომელიც მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, გავაკეთეთ ე.წ. კონცეპტუალური კაფე ორიგინალური სახელი „აქვე“, სადაც ჩვენს მომხმარებელს „გუდვილში“ შეძენილი პროდუქტის დაგემოვნება შეუძლია. ყველაზე რთული და გრძელვადიანი ფინალური სტადია აღმოჩნდა, რომელიც დიდი დიღმის ობიექტის გადალაგებას ითვალისწინებს. სხვათაშორის, დიდი დიღმის „გუდვილი“ ჩვენი პირველი ობიექტია და სწორედ მისი წყალობით მოპოვეთ ჯერ ცნობადობა, მერე კი, პოპულარობა. კომპანია 12 წელია არსებობს და რა თქმა უნდა, პერიოდულად კეთდება გარკვეული გადალაგება, თუმცა, ძირეულ ცვლილებებს პირველად ვახორციელებთ. ერთ თვეში განახლების პროცესი დასრულდება და ძალიან ლამაზი მაღაზია გვექნება განსხვავებული დიზაინითა და გაუმჯობესებული მომსახურებით.

– რამდენადაც ვიცი, კაფესთან ერთად ე.წ. კონცეპტუალურ კუთხესაც აწყობთ, საინტერესოა, რას გულისხმობს ამგვარი სივრცის მოწყობა?

– პოპულარობა „გუდვილმა“ პირველ რიგში ფართო ასორტიმენტის პროდუქციის წყალობით მოიპოვა, რადგან ჩვენს მაღაზიაში ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეიძლება. ჩვენ არც განახლების შემდეგ ვუღალატებთ ამ  ტრადიციას, მომხმარებელს ისევ უნიკალურ პროდუქციას შევთავაზებთ და აქცენტს ბიო- ანუ ჯანსაღ პროდუქტებზე გავაკეთებთ. დიდი სურვილი გვქონდა გურმანებისთვის ნამდვილი ყველის გემო შეგვეხსენებინა და სწორედ ამიტომ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოვძიეთ ჩვენი წინაპრების რეცეპტებით დამზადებული ყველი, რომელთაც ხარისხის კონტროლი გაიარეს და აღიარების კოდი მიიღეს, მერე კი, ყველის კუთხე – ე.წ. ეთნო-ყველის მუზეუმი მოვაწყვეთ, სადაც ნებისმიერ მსურველს უგემრიელესი ყველის დაგემოვნება შევთავაზეთ.

– რა განაპირობებს „გუდვილში“ მაღალი ხარისხის გარანტიას?

– სხვა პროდუქციასთან ერთად „გუდვილი“ თავისი მზა კვებითა და წარმოებითაა ცნობილი, ამიტომ სიახლე წარმოებაშიც გვაქვს – ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს ახალ სალათებს და უმაღლესი ხარისხის სოსისის ხაზს ვთავაზობთ, რომელიც სამი ტიპის – ნედლი ხორცისგან კონსერვანტების გარეშე დამზადებულ, უმაღლესი ხარისხის სავბავშვო სოსისს „პიკოლოს“, ქალბატონებისთვის დაბალკალორიულ ინდაურის შაშხს, სოსისს და ყველასთვის საყვარელ „ივერიას“ სოსისს აერთიანებს. რამდენიმე დეგუსტაცია უკვე მოვაწყვეთ, გამოკითხვაც ჩავატარეთ და ძალიან გვახარებს, რომ მომხმარებელი პოზიტიურად შეხვდა ამგვარ ცვლილებებს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ივლისის ბოლოს განახლების პროცესს ვასრულებთ, სექტემბერში კი, თავისუფლების მოედანზე გალერეა თბილისის მოლში ვაპირებთ ჩვენი ობიექტის გახსნას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები