LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილი პრესტიჟული კონკურსის ნახევარფინალისტია

3

ჯაზის ქართველი  ვარსკვლავი, მაია ბარათაშვილი პრესტიჟული კონკურსის Made In New York Jazz Competition-ის ნახევარფინალისტია. ის ორ საუკეთესო შემსრულებელში მოხვდა. კონკურსი სამი წელია ტარდება და საუკეთესო მუსიკოსებს სხვადასხვა ნომინაციებში ავლენს.

Made In New York Jazz Competition-ზე წელს წარმატება წილად ხვდა კიდევ ერთ ქართულ მუსიკალურ კოლექტივს, „ვაჟა მანიას კვარტეტს“. ისინი კონკურსის ფინალისტები არიან.

Made In New York Jazz Competition ჯერ მხოლოდ 3 წელია, რაც მსოფლიო მუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2,5 მილიონი ატვირთული ვიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზ მუსიკოსი და კონკურსის ათეულობით მონაწილეა მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.

Made In New York Jazz Competition მოგზაურობას იწყებს სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც კონკურსის ბრენდ ამბასადორი თეა გრიგოლაშვილი ამბობს, შესაძლოა ფესტივალი საქართველოშიც გაიმართოს.

მორიგი წარმატების შესახებ, მაია ბარათაშვილმა გადაცემა „არტ FM“-ში ისაუბრა:

– ნიუ-იორკში ონლაინ კონკურსი ჩატარდა, სადაც საქართველოს წარმომადგენლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის. კონკურსზე უდიდეს წარმატებას მიაღწია ვაჟა მანიამ, პაპუნა შარიქაძემ, გიორგი კაპანაძემ და  გიორგი კიკნაძემ. რაც შემეხება მე,  ჩუმად ფეხაკრეფით შევედი ამ კონკურსში, ჩემი მიზანი იყო ვიღაცას მოესმინა და საკუთარი აზრი გამოეთქვა. 26 იანვარს კი შევიტყვე, რომ თურქ მუსიკოსთან ერთად, 2 ტოპ-შემსრულებელში მოვხვდი.  სიმღერა, რომელიც წარვადგინე, სრულდება თბილისის ბიგ-ბენდის თანხლებით, ჩემი კარგი გამარჯვება შესაბამისად მათაც უნდა გავუნაწილო.

– ვინ არის კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში?

– ლენი ვაიტი, მაიკლ სტერნი, რენდი ბრეკერი, ეს ის მუსიკოსებია, ვინც ოქროს ასოებით ამოტვიფრა საკუთარი სახელი ჯაზის ისტორიაში. ამის უკან დგას კომიტეტი, რომელიც გრემის მფლობელი ან გრემზე ნომინირებული დიდი მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები