LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკო ლეჟავა და ლევან გვაზავა “საახალწლო ზღაპარში” – “არტ-FM”

7

12 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს მარიკო ლეჟავა და ლევან გვაზავა სტუმრობდნენ, რომელთაც მოზარდმაყურებელთა თეატრის წარმოდგენის “საახალწლო ზღაპარი” შესახებ ისაუბრეს.

– მარიკო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ მოხვდით მოზარდმაყურებელთა თეატრში?

– ჩემი შეყვარებული უკვე ოთხი წელია ამ თეატრის მსახიობია და მეც ხშირად დავდივარ სპექტაკლებზე, მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა შემამჩნია და სპექტაკლში მონაწილეობა შემომთავაზა. ბავშვოვბიდან მსახიობობაზე ვოცნებობ, ბედნიერი ვარ, რომ ნატვრა ამისრულდა და უნიჭიერეს მსახიობებთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა.

– ლევან, თქვენ ვისი როლი გერგოთ წარმოდგენაში?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ სპექტაკლის ნახვის საშუალება მაყურებელს 26 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ექნება. მოეწყობა გრანდიუზული შოუ საჩუქრებით და სანტა-კლაუსით, რომლაც ამჯერად მე განვასახიერებ. მე და მარიკოს უკვე გვაქვს ერთად მუშაობის გამოცდილება. თეატრალური ნომერი პირველად ჩემს სოლო კონცერტზე წარმოვადგინეთ და ახლაც სწორედ მას შევთავაზებთ მაყურებელს, ბავშვებს კი, გავახარებ და ვეტყვი, რომ ჩვენს შოუზე აბსოლუტურად ყველა ქართული და უცხოური ზღაპრის გმირს შეხვდება.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს თეატრს?

– უამრავი პრემიერაა დაგეგმილი, თუმცა გახმოვანებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

– მარიკო, თქვენ რა სიმღერას შეასრულებთ მთავარ საახალწლო კონცერტზე?

– სიმღერას joyful, joyful ეკა დოლიძესთან, თიკა ფაცაციასთან და სოფი სააკაშვილთან ერთად შევასრულებ. სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ მუშაობა და ვფიქრობ ძალიან საინტერესო ნომერი გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები