LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრები: „მაყურებელს საინტერესო კონცერტს ვპირდებით“

5

14 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს ჯგუფი ”მგზავრები” ეწვია. ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ფონდ ”იავნანას” საქველმოქმედო კონცერტში. ამ და სხვა სიახლეების შესახებ ჯგუფის წევრებმა გადაცემასი დეტალურად ისაუბრეს.

– გიგი, რა პროგრამით წარსდგებით მსმენელის წინაშე?

– კონცერტზე ძველ და ნაცნობ სიმღერებთან ერთად, რამდენიმე ახალი სიმღერაც შევასრულებთ.

– რამდენადაც ვიცი, გასტროლებს გეგმავთ შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად სად შედგება თქვენი კონცერტები?

– ამერიკის რამდენიმე ქალაქში ვიმოგზაურებთ, მათ შორის ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ჩიკაგოში. მერე კი კანადაში გადავინაცვლებთ და ტორონტოში გავმართავთ კონცერტს.

1L4A9688– ცოტა ხნის წინ ქალიშვილი შეგეძინათ. როგორ გრძნობთ თავს მამის როლში?

– ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა განვიცდი, რომ ხშირად ვერ ვნახულობ. 

– თეონა, როდის გაიმართება ფონდ ”იავნანას” საქველმოქმედო საღამო და კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას?

– საღამო 28 ივნისს გაიმართება. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი შემოუერთდება ”Georgian Brass”-თან ერთად. მაყურებელს მეტად საინტერესო კონცერტს ვპირდებით, სადაც რამდენიმე ახალი ნომერიც შესრულდება.

 

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები