LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა სებისკვერაძე: ყველაზე მეტად ნაძვის ხის სათამაშოების მიღება მახარებს

5

19 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ნეკა სებისკვერაძე სტუმრობდა სიმღერის „რაღაც გაქრა“ პრემიერით.

– ნეკა, რამდენიმე დღეში ძველ წელს გავაცილებთ და ახალს შევხვდებით. თქვენთვის როგორი იყო 2017 წელი?

– 2017 წელი ემოცურად მდიდარი აღმოჩნდა,  უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალ წელს. რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები იყო, თუმცა ყველაფრის დაძლევა შეიძლება. საერთოდ, მე ყველაფერში პოზიტივის დანახვას ვცდილობ და საბედნიეროდ, ნეგატიური არაფერი მახსენდება. ახალ სამსახურში დავიწყე მუშაობა და საოცარი ადამიანები გავიცანი. ასე რომ, ნამდვილად არ ვემდური 2017 წელს და დარწმუნებული ვარ, 2018 უფრო კეთილი და მხოლოდ სიხარულის მომტანი იქნება.

– წელს უამრავი სიმღერის პრემიერა შედგა, საინტერესოა, თქვენი სიმღერა როგორ შეიქმნა?

–  ახალი კომპოზიცია, რომელიც ბალადურ-რომანსული ჟანრშია გაკეთებული სულ ერთი თვის წინ ჩაიწერა, თუმცა დიდი ხანია ჩემი „სიმღერების თაროზეა“ შემოდებული. ავტორი საოცრად ნიჭიერი კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძეა, მისი უამრავი ნამუშევარია ჩემს რეპერტუარში, „რაღაც გაქრა“ კი, წლების წინ მაჩუქა. მართალია, სიმღერა თავიდანვე ძალიან მომეწონა, მაგრამ ის ფორმა ვერ მივეცი, რაც მინდოდა და ჩაწერაც გარკვეული პერიოდით გადადიდო, მერე კი, ტექსტი დავწერე და ვფიქრობ სათქმელი ბოლომდე ვთქვი, როგორც ტექსტით ისე ემოციურად.

– ახალ წელს სად ხვდებით, გაქვთ თუ არა განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია?

– ახალ წელს ცენტრალურ გალა-კონცერტზე შევხვდები, რაც შეეხება ტრადიციებს – განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, როცა პატარები გყავს ახალი წლის დადგომაც ორმაგად გიხარია – ჩვენ 1 დეკემბერს ვრთავთ ნაძვის ხეს და პრაქტიკულად ორი თვით ვიხანგრძლივებთ დღესასწაულს. ყველაზე სასამოვნო ალბათ საახალწლო არდადეგებია, როცა მთელ თავისუფალ დროს ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს უთმობ.

– გამორჩეული საახალწლო საჩუქარი ხომ არა გახსენდებათ?

– ყველაზე მეტად ნაძვის ხის სათამაშოების მიღება მახარებს. უზარმაზარი კოლექცია მაქვს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სათამაშოებს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები