LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ანანიაშვილი: „მაყურებელთა თხოვნით, „მაკნატუნას“ ორი წარმოდგენა დავამატეთ”

6

24 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი სტუმრობდა.

– ქალბატონო ნინო, მართლაც გრანდიოზულად გაიხსნა სეზონი, რა სიახლეები აქვს დასს? რამდენადაც ვიცი, 29 იანვარს მაყურებელთა თხოვნით კიდევ ერთხელ წარმოადგენთ „მაკნატუნას“, რომელშიც თავად შეასრულებთ წამყვან პარტიას.

– გეთანხმებით. მაყურებელთა თხოვნით, „მაკნატუნას“ კიდევ ორი წარმოდგენა დავამატეთ. პარტნიორობას დადგმებში ბელორუსის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იგორ არტამონოვი გამიწევს. გარდა ამისა, ახალი სეზონზე მაყურებელს უამრავ სიურპრიზს ვუმზადებთ, ძველებურად ვაგრძელებთ მუშაობას და ახალი დადგმებისა და პრემიერებისთვის ვემზადებით. 4 და 5 თებერვალს თანამედროვე ბალეტის საღამოს ვაწყობთ. თავად ვალენსკი გვესტუმრება, რომელიც აღფრთოვანებულია ჩვენი დასის მონდომებითა და შრომისმოყვარეობით, რაც ჩემთვის მეტად სასიხარულოა. აუცილებლად მინდა მივმართო ახალგაზრდებს, დაესწრონ ჩვენს წარმოდგენებს, რადგან ასეთი ხარისხის წარმოდგენები მართლაც იშვიათია ჩვენს ქვეყანაში.

– რამდენადაც ვიცი, ახლო მომავალში იაპონიაში გეგმავთ გასტროლებს. რა პროგრამით წარსდგებით აზიელი მაყურებლის წინაშე?

– იაპონური გასტროლები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  საიუბილეო თარიღის აღნიშვნავ. უკვე 35 წელია სცენაზე ვარ, იაპონელებთან კი, მეგობრობა და ხანგრძლივი თანამშრომლობა მაკავშირებს. ახლაც სწორედ მათ გამოთქვეს  ჩემი გალა-კონცერტის გაკეთების სურვილი. პროგრამა საკმაოდ რთულია, რადგან კლასიკური საბალეტო სპექტაკლებს -„გედების ტბა“, „დონ კიხოტი“, „მძინარე მზეთუნახავი“ ვცეკვავ და ძალიან მიხარია, რომ პარტნიორობას ჩვენი დასის სოლისტებთან ერთად ამერიკელი ვარსკვლავი მარსელო გომესი და დიდი თეატრის სოლისტი ალექსანდრ ვალჩკოვი გამოწევენ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები