LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძის ბერად აღკვეცილი ძმა და შეთავაზება, რომელსაც არასდროს დათანხმდება

27

რადიო „ ფორტუნას” გადაცემას არტ FM ნინო სურგულაძე ესტუმრა. თათა სადრაძესთან ინტერვიუში „ნატვრის ხის“ ფონდის დამფუძნებელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. გადაცემიდან რამდენიმე ეპიზოდს გთავაზობთ.

– საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი გაქვს, ალბათ მეგობრებს ხშირად ვერ ნახულობ…

ნინო სურგულაძე:

ბევრს ვმოგზაურობ, ამიტომ მეგობრებს არცთუ ისე ხშირად ვნახულობ. თუმცა არსებობს სოციალური ქსელები, რომლებიც ურთიერთობებს აადვილებს. Facebook-ის დახმარებით, ყოველთვის იცი, თუ სადაა შენი მეგობარი, რაც აკეთებს, როგორ განწყობაზეა.  ერთი სიტყვით, ყველა ის ინფორმაცია, რაც შესაძლოა, ვერც კი გაგეგო. ერთის მხრივ ეს ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ – ადამიანები ვზარმაცდებით და ვირტუალურ სამყაროში ზედმეტად გადავდივართ. შესაძლოა, რეალური ურთიერთობები დაიკარგოს. თუმცა ეს მე არ მეხება, იმდენად მოძრავი ცხოვრება მაქვს, ადამიანებთან ძალიან ბევრს ვურთიერთობ.

რას გვეტყვი ოჯახზე, როგორც ვიცი, თქვენი ძმა ბერად აღიკვეცა..

კი ასეა. მანამდე ჩემი ძმა იყო ძალიან კარგი კარდიოლოგი. ზოგადად, სახლში სულ მეცნიერები მყავს და მე ვარ ერთადერთი, რომელმაც სხვა გზა აირჩია – არტისტი გახდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსები არ იყვნენ, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს, ყოველთვის გემოვნებიან მუსიკას მასმენინებდნენ. ჩემი არჩევანიც არ იყო ალბათ გასაკვირი.

დღესდღეობით ბევრი რამ შეიცვალა. თუნდაც ევროპაში, სადაც მომღერლები ცდილობენ, მუსიკა შოუდ აქციონ. გარდა იმისა, რომ მღერიან, მთელ პროგრამას ამზადებენ. მაგალითად, გამოდიან შიშვლები, დგანან წყალში და ა.შ.

რაც საბედნიეროდ, მე არ მეხება. რომც შემომთავაზონ, არ დავთანხმდები. ჩემი აზრით, არტისტობა ყველაფერზე წასვლას არ ნიშნავს.

რატომ არ ჰყავს ქმარი ულამაზეს ნინო სურგულაძეს ?

ეს კითხვა ჩემ გარშემო ძალიან ხშირად ჩნდება – მაცადეთ, ბატონო!

მგონია, რომ როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ეს უნდა იყოს საბოლოო. მართალია, ცხოვრებაში საბოლოო გადაწყვეტილებები არ არსებობს, თუმცა მე ასე მსურს. გვერდით პირველ რიგში მეგობარი მჭირდება. მას უნდა ესმოდეს ჩემი პროფესია, რაც ძალიან რთულია.

აუდიო ჩანაწერი

 

bh6vd

bokl1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები