LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ჯორჯიკია: „რამდენიმე თვეში ციურიხის თეტრის სცენაზე შევასრულებ მთავარ პარტიებს“

26

10 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს ტენორი ოთარ ჯორჯიკია სტუმრობდა.

2003-2007 წლებში ოთარ ჯორჯიკია ავსტრიაში, ვენის საშემსრულებლო სკოლაში სწავლობდა და ვენის მუსიკალური გაერთიანების გუნდში მუშაობდა, სადაც ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან მუშაობდა, როგორებიც ვლადიმერ აშკენაზი, მიხაელ ბოდერი, გერდალ ბრეხტი, კრასიმირა სტოიანოვა, მიხაელ შადე, ნატალი სტუცმანი და სხვები არიან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოთარმა სწავლა თბილისის კონსერვატორიაში, ნოდარ ანდღულაძის კლასში გააგრძელა. 2011 წელს ლადო ათანელის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა, შეასრულა კოტესა და სიკოს როლები ვახტანგ კახიძის ორმოქმედებიან ოპერაში ”ბარბალე”, 2013 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი – ჯუზეპე ვერდის სახელობის კონკურსის ”ვერდის ხმების” ფინალისტობა მოიპოვა.

– ოთარ, ვინ იყო თქვენი გზამკვლევი მუსიკის სამყაროში?

IMG_4263– ალბათ დედა. მე არ ვარ მუსიკალური ოჯახიდან და შესაბამისად სახლში არავინ ღეროდა ჩემს გარდა. თავიდან, დედის რჩევით მცირე ანსამბლებში გამოვდიოდი, მოგვიანებით კი, გუნდი ჩამოყალიბდა ”ქართული ხმების” სოლისტის, ბატონ მალხაზ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი, როცა ევროკავშირის ცნობილი პროექტისთვის – მიუზიკლისთვის ”ფინიქსი” ხმების შერჩევა დაიწყო. მართალია ტენორი ვარ, მაგრამ იმ პერიოდში ხალხურ გუნდში ვიყავი და ჩემთვის უჩვეულო ხმას – დაბალ ბანს ვმღეროდი. მოეწონათ ჩემი შესრულება და სასწავლებლად მიმიწვიეს, მოგვიანებით კი, მუსიკალური გაერთიანების გუნდშიც მოვხვდი, სადაც ყველაზე პატარა ვიყავი. რამდენიმე გუნდში ვმღეროდი და გასტროლებით სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობდი, უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე ვენის ფილარმონიულ და სიმფონიურ ორკესტრთან მუშაობით.

– როდის მიხვდით, რომ სწორად აირჩიეთ პროფესია და ზუსტად იმ საქმეს აკეთებდით, რაც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– სტუდენტობის პერიოდში, როცა გულიკო კარიაულის კლასის კონცერტზე პირველად შევასრულე პრინც კალიფის არია და მაყურებლის ისეთი მოწონება დავიმსახურე, მივხვდი, სწორ გზაზე ვიდექი.

– ხშირად ამბობთ სიტყვას ”მიყვარხარ”?

– არც ისე ხშირად. ვფიქრობ, ვინც მიყვარს, ის თქმის გარეშეც გრძნობს ჩემს დამოკიდებულებას.

IMG_4264– ვინ ან რა გაყენებთ კარგ განწყობაზე?

– საერთოდ, იშვიათად ვარ ცუდ ხასიათზე. ჩემი გუნებაზე მოყვანა კი, ყველაზე კარგად მუსიკას და ახლობლებს შეუძლიათ.

– რომელი საოპერო მომღერლის მიბაძვა გიცდიათ ერთხელ მაინც?

– მიბაძვის სურვილი არასდროს მქონია. თუმცა, ძალიან მინდა ისე ვმღეროდე, როგორც ტენორები აურელიანო პერტილე და ფრანკო კორელი მღერიან.

– ოთარ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– რამდენიმე თვეში ციურიხის თეტრის სცენაზე შევასრულებ მთავარ პარტიებს ჩემი საყვარელი ოპერებიდან ”დონ კარლოსი”, ”მაკბედი”, ”ბალ-მასკარადი” და ”ლუჩია დი ლამერმური”.

 

 

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები