LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბი აი ჯი”

6

30 ივნისს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“ ორგანიზაცია ბი აი ჯი-ს მარკეტინგისა და ხარისხის მართვის განყოფილების უფროსს ნინი მოსიაშვილს უმასპინძლა.

– ქალბატონო ნინი, როდის დაარსდა ორგანიზაცია ბი ჯი აი და რა მასშტაბითაა წარმოდგენილი დღეს?

– მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში, 2008 წელს დაარსდა და ამჟამად სათავო ოფისსა და 10 სერვის-ცენტრებში დასაქმებულ 250-მდე თანამშრომელს აერთიანებს. თბილისში კომპანიის სათავო ოფისი და 3 სერვის-ცენტრი ფუნქციონირებს, რეგიონებში კი, ფილიალები გვაქვს ქუთაისში, თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორში, სენაკსა და მარნეულში. მართალია, კომპანიას საკმაოდ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ჰყავს, მაგრამ ორგანიზაცია მაინც მუდმივად ზრუნავს მათ პროფესიონალურ განვითარებაზე. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვნერგავთ მომხმარებლის დაცვის პრინციპებს, რაც ჩვენი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებას და მაქსიმალურად დაცვას გულისხმობს.

– რა პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

– ბი აი ჯი-ს ძირითად საქმიანობას მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე აგრომეურნეობის დაფინანსება წარმოადგენს როგორც ქალაქში, ისე რეგიონში. აგროსესხის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დანახარჯის დასაფარად შეიძლება, მათ შორის სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების, სათესლე მასალის, აგრობიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად და საწარმოო შენობა-ნაგებობების კეთილმოსაწყობად. ჩვენ, ბიზნესსა და აგრო-მეურნეობაში ჩართულ მომხმარებელს 50 000 ლარამდე სესხს ვთავაზობთ მათზე მორგებული გრაფიკითა და პირობებით, რომლის  გამოყენება ნებისმიერი მიზნით შეიძლება, მათ შორის საბრუნავი და ძირითადი საშუალებების შესაძენად. გარდა ბიზნეს- და აგრო-სესხებისა, მომხმარებელს ავტო- და იპოთეკურ, ასევე რემონტისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ვთავაზობთ სესხებს. ჩვენს მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია ისარგებლოს სწრაფი სესხით 2 000 ლარამდე და რაც მთავარია მიიღოს თანხა სწრაფად და მარტივად, ყველანაირი ზედმეტი პროცედურის გარეშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის ბიზნეს ინტერესების გათვალისწინება და შესაბამისად, ყოველთვის მათთვის მისაღებ პირობებს ვთავაზობთ – ვაწარმოებთ მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზს, რათა თავიდან ავიცილოთ ჭარბვალიანობა და სწორედ ანალიზის საფუძველზე ვთავაზობთ უგირავნო სესხებს 25 000 ლარამდე და 10 00 დოლარამდე, რაც კიდევ უფრო ამცირებს მომხმარებლის დახარჯებს.

– რამდენადაც ვიცი, თქვენი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული სოციალურ კამპანიებში, საინტერესოა, კონკრეტულად რა აქტივობებს ახორციელებთ ამ მიმართულებით?

– ჩვენს ორგანიზაციას დიდი ხანია დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები, შესაბამისად სოციალური რეიტინგი გვაქვს მიღებული საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია Micrifinanza-გან. როგორც უკვე ავღნიშნე, ბი აი ჯი-ს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამეურნეო ბიზნესის დაფინანსებაა და რადგან ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლის ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვაა, შევიმუშავეთ ერთგვარი პროექტი „ბი აი ჯი ფერმერებისთვის“, რომელიც ფერმერებისთვის ტრეინინგს და აგრომანის რჩევებს ითვალისწინებს. ტრეინინგი 2011 წლიდან ტარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, გვყავს მოწვეული აგრო-ბიზნეს ექსპერტი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გაუწიოს კონსულტაცია ჩვენს მომხმარებელს. გარდა ამისა, ბი აი ჯი სპეციალურად მომხმარებლისთვის გამოსცემს გაზეთს „აგრომანი“, სადაც ფერმერებს თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. სხვათაშორის, უკვე ხუთი ნომერი გამოვეცით და უსასყიდლოდ გადავეცით მომხმარებელს. ჩვენი ერთ-ერთი ბოლო აქტივობა მაისის თვეში განხორციელდა, როცა გერმანული ბანკების ფონდის მხარდაჭერით ბი აი ჯი-ს მომხმარებლისთვის ტრეინინგი „ფინანსური განათლება მეწარმეებისთვის“ ჩატარდა, სადაც საქართველოში არსებული საფინანსო სისტემა მიმოვიხილეთ და მონაწილეებს საფინანსო პროდუქტების შესახებ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, განსაკუთრებული აქცენტი თავდებობის, ჭარბვალიანობის თავიდან აცილებასა და ქვეყანაში მიმდინარე რეგულაციებზე გაკეთდა.

– როგორც თავად აღნიშნეთ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების განვითარება, საინტერესოა, როგორ ზრუნავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე?

– თანამშრომლების პროფესიონალური განვითარების მიზნით ორგანიზაცია სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს – ვაფინანსებთ კურსებს მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებით, ტარდება პროფესიონალურ საქმიანობასთან დაკავშირებული ტრეინინგები მომხმარებლის ჭარბვალიანობის თავიდან აცილების მიმართულებით.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს ორგანიზაციას?

– ივნისის თვეში საქართველოს ბაზარს აბსოლუტურად ინოვაციური პროდუქტი – დაზღვეული თამასუქი შევთავაზეთ და მომხმარებელს საშუალება მივეცით დააბანდოს ჩვენს ორგანიზაციაში 100 000-დან 200 000 ლარამდე თანხა 1 წლით, რომელიც სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ იქნება დაზღვეული. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ახალი პროდუქტის შეთავაზებას ვგეგმავთ იურიდიული პირებისთვის, რომელიც მათ სურვილებზე და ბიზნეს-საჭიროებებზე იქნება მოპრგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები