LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რითი იყო გამორჩეული წლევანდელი ლიტერატურული კონკურსი „საბა” – „არტ-FM“

5

3 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მაიკო ძირკველიშველი და ხათუნა ცხადაძე სტუმრობდნენ, რომელთაც „თი ბი სი ბანკის“ მიერ 15 წლის წინ დაარსებულ ლიტერატურულ პრემია „საბას“ წლევანდელ კონკურსზე ისაუბრეს.

– ქალბატონო მაიკო, „საბას“ კონკურსი ყოველწლიურად იცვლება და სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. რით იყო გამორჩეული წლევანდელი წელი?

– წლევანდელი კონკურსი არა მხოლოდ კონკურსანტების სიმრავლით, არამედ მათი ნამუშევრების ხარისხითაც გამოირჩეოდა, რაც უდავოდ სასიამოვნოა, რადგან სწორედ ასე ვითარდება ლიტერატურა. წელს განსაკუთრებული ინტერესი პიესის ნომინაციამ გამოიწვია, რადგან რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიცა პრემია ამ ნომინაციაში.

– ქალბატონო ხათუნა, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი კონკურსის არსებობა?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ლიტერატორისთვის სწორედ ამგვარი კონკურსია სტიმული. მართალია, პრემიისთვის არავინ მუშაობს, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა მისი მიღება, რადგან ეს – დაფასებასთან ერთად ერთგვარი მატერიალური წახალისებაცაა.

– თავად ფიქრობდით, რომ გაიმარჯვებდით?

– უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ ძალიან მოცულობითი და საკმაოდ რთული ნაწარმოებია. მართალია, ბევრმა მოიწონა ჩემი თარგმანი, მაგრამ გამარჯვება მაინც მოულოდნელი იყო. პირველად „საბას“ პრემია ორი წლის წინ მივიღე და არ ველოდი, რომ წელსაც გავიმარჯვებდი, რადგან ჩვენს ნომინაციას ყოველთვის არაჩვეულებრივი კანდიდატები ჰყავს და კონკურენციაც ძალიან მაღალია.

– თქვენი აზრით, რამდენად ახარებთ კონკურენტებს ერთმანეთის გამარჯვება?

– ისევ უმბერტო ეკოს სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე მშვენიერი ისაა, რაც შენი რომ იყოს გაგაბედნიერებდა, თუმცა სხვის ხელში ის მაინც მშვენიერია. რა თქმა უნდა, თვალთმაქცობა იქნებოდა მეთქვა, რომ სხვისი გამარჯვება უფრო გამიხარდებოდა, ვიდრე საკუთარი, თუმცა ვფიქრობ, პრემიას ყველა იმსახურებდა.

– ქალბატონო მაიკო, მრავალფეროვანი ნამუშევრების ფონზე, რამდენად რთული იყო ჟიურისთვის გადაწყვეტილების მიღება?

– წელს ჟიურისთვის მართლაც რთული წელი იყო და განსაკუთრებით თარგმანის ნომინაციაში. ცხრა თარგმანი მოხვდა ფინალში და ყველა ერთნაირად იმსახურებდა პრემიას, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი მაინც ქალბატონი ხათუნას თარგმანის სასარგებლოდ გაკეთდა.

– რა არის ამგვარი ლიტერატურული კონკურისი მთავარი ფუნქცია?

– მთავარი ავტორის პოპულარიზაცია და მისი ნამუშევრით მკითხველის დაინტერესებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები