LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა თვითანალიზი და არა საკუთარი თავის დადანაშაულება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

27

ყველა ადამიანს სჭირდება განვითარება. განვითარება ეტაპობრივად ხდება. განვითარების რა ეტაპები არსებობს და რისთვის არის საჭირო თვითგანვითარება – გადაცემის 7 რჩევა ფსიქოლოგისგან სტუმარი, ფსიქოლოგი ინგა ბლესია.

განვითარების  რამდენი დონე არსებობს? 

ადამიანების განვითარების რამდენიმე დონე არსებობს:

1. ადაპტაციური – გადარჩენაზე ორიენტირებული, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ დონეზე იმყოფება.
2. სოციალიზაციის დონე – სოციუმში სასურველი ადგილის დაკავება და სასურველი ცხოვრების დონის დამკვიდრება.
3. ეგზისტენციალური – თვით დამკვიდრება, რალური დამოუკიდებლობის მოპოვება.

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ განვითარების ახალი ეტაპი ესაჭიროება?

დაუსვით თქვენს თავს კითხვა, ცხოვრების ყველა სფეროთი კმაყოფილი ხართ თუ არა. მაგალითად, მატერიალური სფეროთი, კარიერული წინსვლით და პირადი ცხოვრებით. აქედან გამომდინარე მიხვდებით სად გჭირდებათ განვითარება.

სულიერ და ფიზიკურ თვითგანვითერებას ერთმანეთთან უშუალო კავშირი აქვს. ხშირად ადამიანები საკუთარ პრობლემებს აბრალებენ სხვას, სიტუაციას ან ადამიანებს, სინამდვილეში სულიერად განვითარებული ადამიანისთვის საკუთარ თავზე დაყრდობაა დამახასიათებელი. თუ ცხოვრებაში ერთი და იგივე პრობლემას აწყდებით, ეს არის ნიშანი იმისა, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ და გადაწყვიტოთ. ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ ან არ გადადგით ნაბიჯი ან, არასწორი ნაბიჯი გადადგით. აუცილებელია საკუთარ თავთან იყოთ კომფორტულად, საჭიროა თვითანალიზი და არა საკუთარი თავის დადანაშაულება. თვითდადანაშაულებით შედეგს ვერ მიაღწევთ.

7 რჩევა ინგა ბლესისგან:

1. განვითარება არასოდეს არ წყდება, სწავლა და განვითარება არ სრულდება სკოლის/ინსტიტუტის დამთავრებით, ან თუნდაც კარგი სამსახურით და სასურველი სოციალური მდგომარეობის დამკვიდრებით.
2. თუ ადამიანი თვითონ არ არის მომართული განვითარებისკენ, მაშინ მას ცხოვრება აიძულებს (სხვადასხვა პრობლემების წამოჭრით) განვითარებისკენ
3. განვითარება შესაძლებელია არა მხოლოდ პროფესიის და ფინანსების მხრივ.
4. აუცილებელია განავითაროთ ურთიერთობების სფერო.
5. განვითარებისთვის გჭირდებათ ჯანსაღი ფიზიკური, სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
6. ნებისმიერი მინუსი, პრობლემა, დაბრკოლება – ეს არის მინიშნება, განვითარების უახლოესი სივრცე. გახსოვდეთ! – ნებისმიერ ნეგატივში ჩადებულია უდიდესი რესურსი, ნებისმიერი მინუსი შეგვიძლია ვაქციოთ დიდ პლიუსად!
7. გაბედეთ ოცნება და დაისახეთ გრანდიოზული მიზნები – სამყარო უხვია!.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები