LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

5

10-დან 15 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ეწყობა, რომელიც ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის ორგანიზებით ხორციელდება.

ფესტივალს ელისო ბოლქვაძის და ფრანგი დირიჟორის ლორან პიტი-ჟერარის ერთობლივი კონცერტი გახსნის, 15 სექტემბერს კი, გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა სირიის ომში დაზარალებული ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამას მოხმარდება. ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩართულია მსოფლიო ქველმოქმედებაში”, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ რადიო ’’ფორტუნასთან” საუბრისას.

სპეციალურად გალა-კონცერტისთვის ბათუმში ზურაბ სოტკილავა ჩამოვა, ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი კი, ანსამბლ ”ქართულ ხმებთან” ერთად ქართულ პოლიფონიურ ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტს იუნესკოს წარმომადგენელი – ერიკ ფალდიც დაესწრება.

უინესკოს კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი ელისო ბოლქვაძის მონაწილეობით, ნოემბრის თვეში იგეგმება პრაღაში, თებერვლის ბოლოს კი, გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება იუნესკოს დიდ დარბაზში.

აუდიო ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები