LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის ჯაზ–ფესტივალს ლეგენდარული რობერტ პლანტის კონცერტი გახსნის

5

გადაცემის ლაივი LIVE

10 აპრილს რადიო „ფოტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” კომპანია „ისთერნ-ფრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე სტუმრობდა, რომელმაც სამომავლო გეგმებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, მართლაც უამრავი ღონისძიების გამართვას გეგმავთ. საინტერესოა, რას შესთავაზებთ ჯაზის მოყვარულებს ამ სეზონზე?

– პირველ რიგში, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ავღნიშნავ, რომელიც წელს 28-30 აპრილს  გაიმართება და ჯაზის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდება. სხვათაშორის, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ოფიციალურ განაცხადს ვამზადებთ, რათა 2020 წელს ჯაზის დღე სწორედ საქართველოში აღინიშნოს გალა-კონცერტით, რაც ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანი და ჯაზის მოყვარულებისთვის დაუვიწყარი მოვლენა იქნება. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია, რადგან ქართველ შემსრულებლებთან ერთად, სხვადასხვა თაობის უცხოელი მუსიკოსები აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრისა და სტილის მუსიკას შეასრულებენ. 28 აპრილს, სანდრო კვაჭაძის ტრიო გახსნის ფესტივალს, მეორე ნაწილში კი, პუბლისკის წინაშე ლეგენდარული ამერიკული ტრიო The Bad Plus წარსდგება. 29 აპრილს ჯერ ჩვენი კონსერვატორიის ჯაზ-ბენდის გამოსვლას შვთავაზებთ მაყურებელს, მერე კი, ჯგუფის Naturally 7 კონცერტი გაიმართება, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას და მართალია, ჯგუფის წევრები მოკლე ვიზიტით გვსტუმრობენ, მაგრამ ვოკალის მასტერკლასს მაინც მოაწყობენ, რაც ვფიქრობ ყველა დაინტერესბული პირისთვის ძალიან საინტერესო იქნება. 30 აპრილს – ჯაზის საერთაშორისო დღეს კი, რომელსაც დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად უკვე მეხუთე წელია ავღნიშნავთ, ლეგენდარული Mils Electric Band-ის საღამო გაიმართება, რომლის სპეციალური სტუმრი  რავი კოლტრეინი იქნება და სწორედ თბილისში შედგება ცნობილი ჯგუფისა და მუსიკოსის პირველი ერთობლივი გამოსვლა.

– როგორ ემზადებით შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის, ყველა შემსრულებელმა მიიღო შეთავაზება თუ მოგიწიათ პროგრამაში გარკვეული ცვლილებების შეტანა?

– რა თქმა უნდა, გაუთვალისწინებელი შემთხვევები ყოველთვის არის, რადგან არტისტებიც ადამიანები არიან და ყოველთვის შეუძლიათ გადადონ გამოსვლა, მაგრამ წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ისე შევადგინეთ, რომ მაქსიმალურად დავიზღვიეთ თავი მოულოდნელ სიურპრიზებსგან. თუმცა, ნებისმიერი გადადებული კონცერტის გამართვა შეიძლება მოგვიანებით, რისი ნათელი მაგალითი ელტონ ჯონის კონცერტია, რომელიც 30 ივნისს და 1 ივლისს გაიმართება.

– კონკრეტულად ვინ ესტუმრება წელს შავი ზღვის ფესტივალს?

– ფესტივალი 19 ივლისს დაიწყება და ოთხი დღე გაგრძელდება. ღონისძიებას ლეგენდარული რობერტ პლანტის კონცერტი გახსნის Black Sea Arena-ზე, 20 ივლისს კი,  Trombone Shorty-ის გამოსვლა შედგება. სხვა შემსრულებებთან ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს და მალე ზუსტად გვეცოდინება ვინ შეუერთდება ჩვენს ფესტივალს. გარდა ამისა, სექტემბრის თვეში ჯერ რუსთავში გავმართავთ ჯგუფის The Chemical Brothers საღამოს, მერე კი,  უკვე მეორედ მოვაწყობთ ფესტივალს კახეთში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები