LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩხეიძე: “მოდის კვირეულის მთავარი მიზანი ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციაა”

5

18 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემის ”არტ-FM”-ის სტუმრებმა თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ, უძრავი ქონების კომპანია ”m2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა და ”თბილისი მოლის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ, თბილისის მოდის კვირეულზე ისაუბრეს, რომელიც 19 ოქტომბერს გაიხსნება.

– ქალბატონო ნატა, დიდი ხანია თანამშრომლობთ თბილისის მოდის კვირეულთან. რა ცვლილებს ჰპირდებით წელს მოდის მოყვარულებს?

– გეთანხმებით, ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება, ძალიან სასიამოვნოა ორივე მხარისთვის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება მხარი დავუჭიროთ ამგვარ ღონისძიებას და ვიყოთ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილი. ცვლილებები წელს ნაკლებად იქნება. ტრადიციულად ვუმასპინძლებთ მოდის კვირეულს, ჩვენთან გაიმართება ოფიციალური გახნაც, მერე კი, მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს და ექსკლუზიურ ფასად შეიძინოს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი მოდელები.


– რა ფორმით თანამშრომლობთ დიზაინერებთან, მხოლოდ მოდის კვირეულის ფარლებში თუ თქვენი თანამშრომლობა მერეც გრძელდება?

– რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენი ურთიერთობა მეტად ინტენსიურია. რამდემიმე დიზაინერმა საკუთარი პროექტი წამოიწყო, ჩვენთან პატარა მაღაზია გააკეთა და საკუთარი კლიენტებიც შეიძინა. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერია. მოდის კვირეულის დაფინანსებისას, ჩვენი მთავარი მიზანი დიზაინერების ხელშეწყობა და მათი მოდელების უფრო ფართოდ წარმოედგინა იყო. ჩვენთან უამრავი მსოფლიო ბრენდია წარმოდგენილი, რომელთა შორის მხოლოდ რამდენიმე ქართველი ბრენდია და ეს მაშინ, როცა უამრავი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. ვფიქრობთ, ამგვარი თანამშრომლობის შედეგად სულ უფრო გაიზრდება მათი რიცხვი ჩვენი მაღაზიების ჩამონათვალში.

– თაკო, ყოველთვის გვიხარია მოდის კვირეულის დაწყება, რადგან ქალაქში რამდენიმე დღე მოდის ნამდვილი დღესასწაული ეწყობა. როგორი იქნება კვირეული წელს?

img_3149– მოდის კვირეული წელიწადში ორჯერ – შემოდგომაზე და გაზაფხულზე იმართება. წელს კვირეულს ტრადიციულად ისევ ”თბილისი მოლი” უმასპინძლებს. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს ორი კვირის განმავლობაში თავისუფლად შეუძლია ესტუმროს მთავარ ატრიუმს, დაათვალიეროს და შეიძინოს ქართველი დიზაინერების სეზონური კოლექციები. მოდის კვირეული ოფიციალურად სტარტს 19 ოქტომბერს აიღებს. ძირითადად ახალი კოლექციების ჩვენება გვექნება, თუმცა ქართულ პუბლიკას და უცხოელ ჟურნალისტებს, ბევრ საინტერესოს, მათ შორის რამდენიმე არტ-პერფორმანსაც შევთავაზებთ. წელს, პირველი დღე ნაკლებად დატვირთული იქნება და მხოლოდ რამდენიმე ღონისძიებით შემოვიფარგლეთ. კვირეული ქალბატონი ნინო რამიშვილის ტანსაცმელის და მისივე აქსესუარების ჩვენებით გაიხსნება. 14 ულამაზესი კაბიდან, რომლებიც 1950-იან წლების ეპოქას მიეკუთვნება, რამდენიმე ცნობილმა დიზაინერებმა – ივ სენ-ლორანმა და კრისტიან დიორმა შეკერეს სპეციალურად ქალბატონი ნინოსთვის. კაბებს სუხიშვილების მოცეკვავეები წარმოადგენენ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო წარმოდგენა მოეწყობა. მოგვიანებით ნინო ჩუბინიშვილის აბსოლუტურად განსხვავებულ წარმოდგენაზე გადავინაცვლებთ, მეორე დღიდან კი, ინტენსიურ მუშაობას შევუდგებით – გაიმართება ჩვენებები, რომელთაც საერთაშორისო პრესა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მყიდველები დაესწრებიან.

– ქალბატონო შორენა, რატომ გადაწყვიტეთ მოდის კვირეულის სპონსორობა?

– უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ თბილისის მოდის კვირეულთან,  წარმდგენი ჩვენი პირველი პრემიალური პროექტი Sky Line Residency-ია. ჩვენი მიზანი იმ პროექტების მხარდაჭერაა, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის პოპულარიზაციას, მაქსიმალურად მეტი ტურისტის მოზიდვას და ეკონომიკის განვითარებას.

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდის კვირეულს თქვენი კომპანიის პირველი პრემიალური პროექტი Sky Line Residency წარმოადგენს. დეტალურად ხომ ვერ მოგვიყვებით ამ პროექტზე?

– საკმაოდ ექსკლუზიური პროექტია, რადგან ამგვარი იდეები საკმაოდ იშვიათად ხორციელდება დღევანდელ თბილისში. ლოკაციად სოლოლაკი ავირჩიეთ, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ. კომლექსის ექსკლუზიურობას ყველაფერთან ერთად მისი ზომაც განსაზღვრავს, ანუ შენობა 4-სართულიანია, 19 ბინას აერთიანებს და ძალიან ორგანულადაა ერწყმის რელიეფს.

– თაკო, რამდენადაც ვიცი, წელს აქცენტი ახალგაზრდა დიზაინერებზე გააკეთეთ. კონკრეტულად ვინ მიიღებს კვირეულში მონაწილეობას?

– მოდის კვირეულის მთავარი მიზანი ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციაა. სხვათაშორის, ქართველი დიზაინერების 80% სწორედ ჩვენი აღმოჩენაა, ასე რომ ვაგრძელებთ ტრადიციას და წელსაც აბსოლუტურად ახალ სახეებს წარმოვადგენთ ძალიან კრეატიული კოლექციებით. ახალგაზრდებიდან პირველ რიგში ლაშა ჯოხაძეს და თამუნა ბერიძეს გამოვარჩევდი. თუმცა, ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერია, ვისი სახელიც მართალია ჯერ არავის სმენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ისინიც იტყვიან თავის სიტყვას.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები