LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ლებანიძე: წლევანდელი „პენმარათონი“ მართლაც გამორჩეული იყო

1

16 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  ლიტერატურული კონკურსის „პენმარათონის“ ორგანიზატორი თამარ ლებანიძე და კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ალეკო შუღლაზე სტუმრობდნენ.

– ქალბატონო თამარ, რით იყო გამორჩეული წლევანდელი კონკურსი?

– მართალია, კონკურსს 2002 წლიდან ვატარებთ, მაგრამ წლევანდელი მართლაც გამორჩეული იყო, რადგან პირველად მიიღო საერთაშორისო სახე და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ წელს „პენმარათონი“ ქართულ-გერმანულ ფორმატში გაიმართა, გერმანულმა მხარემ 9 მონაწილე წარმოადგინა, ჩვენ კი, 12 კონკურსანტი გვყავდა, რომელთა ნამუშევრები ქართულ-გერმანულმა ჟიურიმ შეაფასა, ორივე მხრიდან 5 საუკეთესო კი, ორენოვან კრებულში გააერთიანა, რომელმაც მართლაც არაჩვეულებრივად გადმოსცა ორი კულტურის მსგავსება და ყველა განსხვავება.

– ბატონო ალეკო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის კონკურში მონაწილეობა?

– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მეორე ადგილით. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კონკურსის ახალი ფორმატი, რომელმაც ერთგვარ საზღვრებში მოქცევით, მწერალს პროფესიონალიზმის სრულად გამოვლენის საშუალება მისცა.

– ახლა რაზე მუშაობთ?

– ამჯერად მეორე რომანზე ვმუშაობ, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში გამოვა. რომანი, რომლის მოქმედება რუსეთში ვითარდება, საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანი იქნება, რადგან ძალიან მიყვარს ჩემს ნამუშევრებში დეტექტიური ელემენტების შეტანა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები