LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინანდლის პრემია 2018“-ის მოსაპოვებლად აპლიკანტების დაინტერესება წელს ძალიან მაღალია

5

25 სექტემბერს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა თამუნა მიქაძემ დეტალურად ისაუბრა „წინანდლის პრემიაზე“, რომელის საზეიმო გადაცემა 12 ოქტომბერს, ახალ საკონცერტო სივრცეში „რესპუბლიკა“ გაიმართება.

წინანდლის პრემია, რომელსაც ყოველთვის უზარმაზარი ინტერესით ელიან ახალგაზრდა მეცნიერები და ხელოვანები, სამეცნიერო და სახელოვნობო დარგებს აერთიანებს, კინოს, თეატრის და მუსიკის, სახვითი ხელოვნების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და  ლიტერატურის (პროზა და პოეზია) ჩათვლით.

როგორც ქალბატონმა თამუნამ აღნიშნა, გასული წლების მსგავსად აპლიკანტების დაინტერესება წელსაც ძალიან მაღალია, ამიტომ პრემიის ორგანიზატორებიც აქტიურ სამუშაო რეჟიმში არიან ჩაბმული.

განაცხადის შეტანა კონკურსში მონაწილეობაზე 29 სექტემბრამდე გაგრძელდება და ქართველებთან ერთად, საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებსაც მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები, გამარჯვებულებს კი, ფარული ჟიური გამოავლენს, რომელიც ორ ჯგუფად გაიყოფა და ეტაპობრივად იმუშავებს. პირველ ეტაპზე ჟიურის ერთი ჯგუფი ყველა ნომინაციის სამი პრეტენდენტს გამოავლენს, მეორე ჯგუფი კი, სწორედ სამიდან აირჩევს გამარჯვებულს, რომელიც სოლიდური – 4 ათასი ლარის პრემიით დაჯილდოვდება, სხვადასხვა პრიზით აღინიშნება სხვა კონკურსანტების მონდომებაც.

წინანდლის პრემიის პარტნიორები წელს საქართველოს პრეზიდენტის ფონდი და Silk Road Group იქნებიან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები