LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდება თუ არა სავალდებულო სავაჭრო ცენტრების დაზღვევა?

56

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების დაზღვევა.

ამის შესახებ კახა კალაძემ სადგურის მოედანზე „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა გაირკვეს მიზეზები. სამომავლოდ მე ვფიქრობ, ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, გამკაცრებული უნდა იყოს ამ მიმართულებით მიდგომები“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, და ენერგეტიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები