LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

33

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.

მისი თქმით, „გაზპრომთან“ მომდევნ შეხვედრას არ დაესწრება ალექსეი მილერი.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება მისაღები“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო არც მხოლოდ „გაზპრომზეა“ დამოკიდებული, არც მხოლოდ – „სოკარზე“.

„ჩვენ ვიმყოფებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში და  ჩვენ გვაქვს კიდევ მესამე შესაძლებლობა, ეს არის „შაჰდენიზის“ კონსორციუმიდან მიღებული გაზუ, რომელიც მოცულობაში დაახლოებით არის 800 მლნ. კუბური მეტრი, ეს არის ჩვენი, სახელმწიფოს საკუთარი გაზის მოცულობა,“- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები