LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი აღარ არის

81

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი აღარ არის. 15 წევრიანი პოლიტსაბჭოდან პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია 14 წევრზე დევს, გიორგი კვირიკაშვილი კი სიაში აღარ არის.

პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ადგილს პოლიტსაბჭოში ახალი პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შედეგ, “ქართული ოცნების“ სამდივნოს პარტიისა და პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ მიმართა. 15 კაციანი პოლიტსაბჭო „ქართული ოცნების“ 11 მაისის ყრილობაზე დაამტკიცეს.

ამ დროისთვის პოლიტსაბჭოს წევრები არიან – “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე; ვიცესპიკერი,  თამარ ჩუგოშვილი; ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე; პარლამენტის წევრი, დიმიტრი სამხარაძე; პარლამენტის წევრი, ბიძინა გეგიძე; პარლამენტის წევრი, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, დავით საგანელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები