LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის 6-ე მიკრორაიონში 13 000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა

93

გლდანის რაიონში, 6-ე მიკრორაიონში 13000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი  მოეწყობა.

დღეს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. დედაქალაქის მერის  თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მზად არის და სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

“ეხლა ვიმყოფებით გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში. აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გაუბედურებულია. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქ ვიმყოფებოდი, შევხვდი მოსახლეობას და პირობა მივეცი, რომ აქ გავაშენებდით ერთ-ერთ საუკეთესო პარკს. როგორც დაპირება იყო, ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. პროექტი მზად არის. მცირე ცვლილებები იქნება საჭირო, რომ დიზაინი უფრო დახვეწილი იყოს. გამოვაცხადწბთ ტენდერს და გაზაფხულიდან დავიწყებთ სამუშაოებს. გლდანს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული პარკი ექნება”, – განაცხადა კახა კალაძემ,

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე  გლდანის რაიონის გამგებელი, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები