LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულშემატკივარი გამარჯვების თილისმის სახელს ირჩევს: გამოკითხვა დაწყებულია, რას დავარქმევთ ლომს?

120

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი ქვეყნის ნაკრები 29 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთს უმასპინძლებს, ხოლო 2 ივლისს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩებზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრებთან ერთად გაამხნევებს გამარჯვების თილისმა.

გამარჯვების თილისმა ლომია, რომლის სახელის შერჩევაში მონაწილეობის მიღება გულშემატკივრებს გამოკითხვის მეშვეობით შეეძლებათ.

გამოკითხვა კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფეისბუქზე დაიწყო და 25 ივნისამდე გაგრძელდება – http://superleague.ge/vote/

შეგახსენებთ, რომ საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე მიმდინარეობს. ორივე მატჩის ბილეთების შეძენის შემთხვევაში კი (ერთი და იგივე ადგილზე) გულშემატკივრები ისარგებლებენ ფასდაკლებით.

 

პიპო/PIPO – ძალიან საყვარელი „პიპო“ ლომი, განსაკუთრებით ბავშვებსუყვართ

 

მალასა/MALASA – ლაზების ძველი მეფეა

 

ჯეო/Geo – ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თილისმაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები