LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა დარასელია 28-ე დაბადების დღეს ახალი იმიჯით შეხვდა

194

გვანცა დარასელიას ახლახან 28 წელი შეუსრულდა. ტელეწამყვანმა ის  მეუღლისა და ახლო მეგობრების წრეში ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა. გვანცამ ახლახან „ფეისბუქზე“ დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. განსაკუთრებით ახალი ვარცხნილობა უხდება, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის მოირგო, კაბა კი შვილმა, ერეკლემ შეურჩია.

გვანცა დარასელია:

ამ დაბადების დღისთვის მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი. ვარცხნილობას სტილისტი 2 საათის განმავლობაში მიკეთებდა. კაბა ჩემმა შვილმა, ეკაკომ შემირჩია. ყოველთვის ძალიან მოსწონდა და მთხოვა, დაბადების დღეზე ჩამეცვა.

დაბადების დღე ახლო მეგობრების წრეში აღვნიშნე და ძალიან მაგარი საჩუქრები მივიღე. მაგარში ვგულისხმობ არა მაინცდამაინც ძვირფას საჩუქრებს… უბრალოდ, ყველა ძალიან  მომეწონა და ყველას გამოვიყენებ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები