LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს დინამიურად გაწერილი პროგრამული ხედვა, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარვადგენთ – თორნიკე რიჟვაძე

74

გვაქვს დინამიურად გაწერილი პროგრამული ხედვა, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარვადგენთ -ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა და აღნიშნა,  მალე წარადგენს მინისტრთა კაბინეტს , ასევე იმ ხედვებს, რომელიც  აჭარაში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.

„კარგია, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა ხალხის ნება. გვაქვს ძალიან დინამიურად გაწერილი პროგრამული ხედვა, როგორც ეკონომიკის, ასევე მმართველობის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და უახლოეს პერიოდში წარვადგენთ აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შერჩეულია კვალიფიკაციით, გამოცდილებით და ვფიქრობ, ეს შემადგენლობა ადეკვატურად შეძლებს რეგიონის გამოწვევებზე გამკლავებასა და ხალხის მოლოდინების გამართლებას”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ არმაზ ახველდიანი შესთავაზა, ტუმცა გიორგი მარგველაშვლა არჩევანი ტორნიკე რიჟვაძეზე გააკეთა , უკვე ცნობილია , რომ მას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“  ასმათ დიასამიძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილი არის მორჩილი და დამოკიდებული პრეზიდენტი, რომელმაც არ გაიგო საზოგადოების ხმა.

„სანამ კონსულტაციები დაიწყებოდა, ჩვენ მოლოდინი გვქონდა და ვთქვით კიდეც, რომ პრეზიდენტი ვერ გაბედავს, დაასახელოს საზოგადოებრივი აზრიდან წამოსული, მათ შორის ოპოზიციიდან მხარდაჭერილი კადრი. შეხვედრებისას მან დემოკრატიაზე ბევრი ისაუბრა და ერთგვარად მიგვანიშნა, რომ როგორ შეიძლებოდა ჩვენ არ გვყოლოდა კანდიდატი. ის არის მორჩილი და დამოკიდებული პრეზიდენტი, რომელმაც არ გაიგო საზოგადოების ხმა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხმა კარგად გაიგო“, – განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები