LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიას თითქმის 2 საათიანი გამოკითხვა დასრულდა

27

ნიკა გვარამიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. პროცესი თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გამოძიება საუბრის შინაარსის გარკვევას ცდილობდა.

„გამოძიებას ავიწყდება, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე. ეს გამოძიება მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებაზე ინფორმაციის და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე. ამიტომ ჩვენი განმარტება იყო შემდეგი – კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და ბუნებრივია, თუ ის სცდება გამოძიების ინტერესებს, ამ კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებთ. მიუხედავად ამისა, კითხვებზე პასუხები იქნა გაცემული მთელ რიგ შემთხვევებში. იგივე ქრთამის ეპიზოდი, რომელსაც გამოწვლილვით ცდილობს და ირგვლივ უვლის გამოძიება. ამაზე იქნა გაკეთებული განმარტება,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი და ის არ ასახავს იმ საუბარს, რომელიც სამ პირს შორის შედგა. ის ასევე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით, ჩანაწერის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მას „მოუსპეს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები