LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიასა და ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

48

ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.

“მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს წარმოადგენს.

გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით),” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები