LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრაჰიმოვიჩმა გასაუბრება თავად ჩაატარა და კანდიდატი მაგრად დააბნია (ვიდეო)

92

პსჟ-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სამსახურის მაძიებელ კანდიდატს გასაუბრება თავად ჩაუტარა.
იბრას დანახვაზე ბიჭს საერთოდ გადავიწყდა რისთვის იყო მისული.

იბრაჰიმოვიჩის წყლის მწარმოებელი კომპანია Vitamin Well-მა გამყიდველის ვაკანსიაზე კანდიდატი მიიწვია. ბიჭი არავის გაუფრთხილებია თუ ვინ ატარებდა გასაუბრებას. მოულოდნელობისგან დაბნეულმა კანდიდატმა შვედი ვარსკვლავის ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა:
რამდენი გემო აქვს ჩვენ წყალს – კითხა ზლატანმა. ბიჭმა ვერაფერი უპასუხა. მერე თქვა, რომ მისი საყვარელი გემო ფორთოხლისაა, მაგრამ ვერ უპასუხა რა ერქვა ფორთოხლის Vitamin Well-ს.
სამსახურის მაძიებელმა მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხა სწორად.
– ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი?
– თქვენ
– სწორია.

2014 წლის ბოლოს პსჟ-ს ფორვარდი ვიტამინებით გამდიდრებული წყლის მწარმოებელი კომპანია Vitamine Well-ის სახე გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები