LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილჰამ ალიევმა ქვეყნის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

79

ილჰამ ალიევმა, რომელიც აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა, ქვეყნის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის მოსახლეობამ ხმა „უსაფრთხოებას, პროგრესს და განვითარებას მისცა“.

თქვენი მხარდაჭერა არის იმ სამუშაოს შეფასება, რაც ჩვენ ბოლო 15 წლის განმავლობაში გავწიეთ. 15 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკა 3,2-ჯერ გაიზარდა. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ. წინ, ახალი გამარჯვებებისკენ!“ – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაზაჰირ პანახოვის, განცხადებით, ბიულეტენების 65%-ის დამუშავების შემდეგ ილჰამ ალიევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 86,09%-ი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები