LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც დღეს ხდებოდა, იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ზაალ უდუმაშვილი

44

“ის რაც დღეს ხდებოდა საარჩევნო პროცესის დროს, იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

“დილიდან ვუყურებდით, როგორ მიმდინარეობდა ზეწოლა მოსახლეობაზე, როგორ მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე “ქართული ოცნების ” წარმოამდგენლების მიერ და პრაქტიკულად ყველას აკონტროლებდნენ, ვინ შემოდიოდა და ვის აძლევდნენ ხმას”,-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

უდუმაშვილს არ სჯერა, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა ხმა კახა კალაძეს მისცა. ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარიც.

“ასევე გავქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს მომხრეებს, რომლებიც აპირებდნენ მოსვლას არჩევნებზე, ურეკავდნენ და აშინებდნენ, რომ არ მოსულიყვნენ არჩევნებზე და იმ ინფორმაციასაც ვფლობთ, რომ კახი კალაძე ზუსტად აპირებდა გარკვეული პროცენტის დაწერას და ამისთვის იბრძოდა ზუსტად, რომ ეს პროცენტი დაეწერა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ შედეგი, როცა “ქართული ოცნება” წავიდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და თბილისელების წინააღმდეგ.

ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით ცეკო-ს მონაცემებს. იმასაც ვითავლისწინებთ, რომ ეგზიტპოლები რომელიც გამოქვეყნდა არის 6 საათის მონცემები და 6-დან 8-მდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი იყო ხალხის ნაკადი ჩვენი ინფორმაციით და მონაცემი შეიძლება შეიცვალოს. გარდა ამისა, ეგზიტპოლს თავისი ცდომილებაც გააჩნია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა,” -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები