LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი შემოვიდა საკუთარ დანაღმულ ველზე და სქემა დაკარგა – გუბაზ სანიკიძე

100

ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს, მარცხენა ფეხით შემობრუნდა ქართულ პოლიტიკაში. ის შემოვიდა საკუთარ დანაღმულ ველზე და სქემა დაკარგა, – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გუბაზ სანიკიძე.  მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც ღია პოლიტიკაში შემობრუნდა.  კვირიკაშვილის გადაყენების საფუძვლად კი სანიკიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა „ფინანსური გარჩევები“ იყო.

სანიკიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის რა არის პოლიტიკა და მრჩევლებიც მასზე არაკომპეტენტური ჰყავს.

„პრემიერ-მინისტრის შეცვლა უფრო გააღრმავებს კრიზისს, დრო და ტექნიკის საკითხია. ამ კრიზისიდან „ქართული ოცნება“ ვერ გამოვა. მან წითელ ხაზს გადააბიჯა და პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდის. თეა წულუკიანი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მას ვერ მოხსნის ივანიშვილი, ვერ გაუშვებს. თეა წულუკიანი არ არის მონა, სხვებისგან განსხვავებით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები