LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა მოსკოვს ძვირი დაუჯდება – ეველინ ფარკასი

82

”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა მოსკოვს ძვირი დაუჯდება,” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ უკრაინის, რუსეთის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა, “ამერიკის ხმის” ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ფარკასის თქმით, საქართველოსთვის ”ჯაველინების” მიწოდება არა მარტო დროული, არამედ ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილებაა.

„2012-დან 2015 წლამდე თავდაცვის სამ სხვადასხვა მდივანს მე პირადად ვურჩევდი ”ჯაველინების” მიყიდვის გადაწყვეტილების მიღებას. ობამას ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების მიღება არ სურდა, რამაც საკითხი ღიად დატოვა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ძალიან მიხარია, რომ, საბოლოო ჯამში, საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორ გადაიხდის იარაღის საფასურს საქართველო. ჯერ არ ვიცით, გამოყოფს თუ არა ამერიკის მთავრობა საქართველოსთვის იმდენ დახმარებას, რომ ”ჯაველინების” სრული ფასი დაიფაროს. თუმცა, საქართველოს, სავარაუდოდ, ექნება სისტემის ეტაპობრივი შესყიდვის საშუალება. მთავრობას მოვუწოდებ, იმოქმედოს სწრაფად და გააკეთოს ყველაფერი ამ იარაღის მისაღებად. ეს თავდაცვითი იარაღია, რომელიც რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება – დაიღუპებიან რუსი ჯარისკაცები და განადგურდება რუსული ტანკები,“  – განაცხადა ეველინ ფარკასმა.

მისივე თქმით, რუსები ყოველთვის იქნებიან გაღიზიანებული საქართველოს მთავრობის ამა თუ იმ ნაბიჯით და ადამიანებმა, უბრალოდ, უნდა შეიმუშაონ უნარი, ყურადღება არ მიაქციონ რუსეთის გაღიზიანებულ მდგომარეობაში ყოფნას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები