LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე ახალი ლიანდაგის გადართვით სამუშაოებს ჩაატარებს

111

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სალიანდაგო დეპარტამენტი ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე ახალი ლიანდაგის გადართვით სამუშაოებს ჩაატარებს,- ამის შესახებ ინფრომაცია “ფორტუნას” საქართველოს რკინიგზამ მიაწოდა.

ხარაგაული-ძირულას ორკილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე ხისას, რკინა-ბეტონის შპალები ჩაანაცვლებს.

2018 წლის 12 აპრილს, სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოყოფილი 8 საათიანი „ფანჯრის“ გამო, მსვლელობიდან მოიხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი, ორჯგუფიანი მატარებელი #12/11(18/17) ორივე მიმართულებით.

ასევე ორივე მიმართულებით მსვლელობიდან მოიხსნება ხაშური-ზესტაფონის (#6446/6445 და 6448/6447) საგარეუბნო მატარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები