LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ სწავლებას მსურველებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზებს

536
ფოტოო

USAID-ის გრანტის საფუძველზე და სს „საქართველოს რკინიგზის“, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით,  სამტრედიასა და თეთრიწყაროში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ჰიბრიდული ცენტრები გაიხსნება.

სასწავლო ფართები კოლეჯს საქართველოს რკინიგზამ გამოუყო.

აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუდენტები სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან, წარმატების შემთხვევაში კი კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა აქვთ.

საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას.

პოპულალურები