LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტრომ დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, მოყვანილი ფაქტების შესწავლა დაიწყო

43

კულტურის სამინისტრომ საოპერო დასის ნაწილის მოთხოვნის, სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, მოყვანილი ფაქტების შესწავლა დაიწყო. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ფაქტების შესწავლის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. “კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად შეისწავლის განცხადებაში მოყვანილ საკითხებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ფართო საზოგადოებას ამცნობს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულალურები