LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

42

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 891.2 მლნ ლარით (5.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 17.8 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.5 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 724.7 მლნ ლარით (6.7 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.6 პროცენტი შეადგინა).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის (6.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით მეტი).

2016 წლის ნოემბრის განმავლობაში 4.5 პროცენტით ანუ 346.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 9.0 მლრდ ლარ მიაღწია.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.32 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.25 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

პოპულალურები