LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

42

მიმდინარე წლის მაისში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, რაც აპრლთან შედარებით, 2,4 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 153,5 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის 290,6 ლარი.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 245,5 ლარია, სამსულიანის 276,2 ლარი, ოთხსულიანის კი 306,9 ლარი.

მაისში საარსებო მინიმუმი წლიურად 13,4 ლარითაა გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები