ნიკა გვარამია პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებს

39

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორინიკა გვარამია მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა.

ნიკა გვარამია მამა გიორგი მამალაძესთან, მისივე თხოვნით, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა.

გვარამია დეკანოზ მამალაძეს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ დეკანოზი “სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მძევალია”.

ის დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო დეკანოზის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა შეიწყალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები