LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა

69

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. ოფიციალურად ამის შესახებ გვარამის განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა წყაროები ინფორმაციას ადასტურებენ.

მიზეზი არხზე არსებული ფინანსური პრობლემებია.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-დან” ფინანსური პრობლემების გამო, 100-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს. დარჩენილებს კი ხელფასები შეუმცირეს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გვარამიას მოადგილე ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკაში მიდის და შესაძლოა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატად წარსდგეს.

ამასთან, გუშინ, “რუსთავი 2” დატოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა, ის ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა.

ნიკა გვარამია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები