LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ბოდიში მარინა ბერიძეს და მისთვის მირთმეული ყვავილები (ვიდეო)

937

ნიკა გვარამიამ “შუა დღეში” მარინა ბერიძეს სიურპრიზი მოუწყო და პირდაპირ ეთერში ულამაზესი თაიგული მიართვა. ნიკამ ამ ფორმით მას ბოდიში მოუხადა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც “ფეისბუქზე” ალტისტ გიორგი ცაგარელის მოსაზრება გავრცელდა, სადაც ის “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ნაციონალების მონები უწოდა, ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სადაც მარინა ბერიძე მონიშნა და მას სთხოვა, არასდროს მოეყვანა ეთერში გიორგი ცაგარელი. მან მუსიკოსი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. მისი ეს მიმართვა სოცქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ნიკა გვარამიამ “შუა დღეში” განაცხადა, რომ მარინა ბერიძე ამ შემთხვევასთან არაფერ შუაში არ იყო და მას ბოდიში მოუხადა. თავად ბერიძე აღფრთოვანებული დარჩა “რუსთავი 2”-ის დირექტორის საქციელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები